ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა მისი ის ჩანაწერები, სადაც მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოზე მოვლენების გარკვეულ პროგნოზებს აკეთებს.
“ახალი სიტყვა: მომავალში დაიბადება უფრო მეტი ინდიგო ბავშვი და უფრო მაღალ საფეხურზე მდგარნიც
(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 90)
2017 წელი, 6 ნოემბერი
ვხედავ. მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო ირევა. ის უკვე ისეთ ჩიხშია შესული, რომ იქიდან გამოსვლა ასე იოლი ვერ იქნება. მით უმეტეს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არიან არენაზე, შეცდომებს უშვებენ. ვერ არიან დიდად განსწავლულები და განათლებულები მსოფლიო პოლიტიკაში. ისე ჩანს, რომ მათთვის დედამიწა და ხალხი სათამაშო მოედანია. თვითონ ხალხი მისცემს ასეთ შეფასებას, რადგან მსოფლიოს მართავენ არა პოლიტიკოსები, არამედ უწიგნური და უვიცი ადამიანები, რომელთაც სინდისიც არ გააჩნიათ — არავითარი მორალი!
ვხედავ, ისეთი რთული ვითარება, როგორიც დღესაა პოლიტიკურ არენაზე, ისტორიას არ ახსოვს. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი. ეს იმიტომ, რომ მაშინ კოსმოსის ნებით პოლიტიკაში მოღვაწეობდნენ რუზველტი, ჩერჩილი, სტალინი. დიახ, სწორედ კოსმოსი იყო ჩართული ამაში და გადარჩა კიდეც მსოფლიო ამგვარი პოლიტიკოსების წყალობით, დღეს კი მე ასეთ პოლიტიკოსებს ვერ ვხედავ და ამიტომაცაა ასეთი საშინელი მდგომარეობა მთელ მსოფლიოში.
ვხედავ, დიდი გამოსვლებია ევროპაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთი მიწასთანაა გასწორებული, რუსეთი ძლივს სუნთქავს, სულს ღაფავს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი წამყვანი ქვეყნების იმედი ახლო მომავალში არც არავის ექნება. ამერიკა და რუსეთი ერთმანეთის ჯიბრზე მტრებს აძლიერებენ. განსაკუთრებით რუსეთი, რომელსაც საკუთარ სახლში მოუწყობენ ტერორებს მუსლიმები, როგორც ამას აღვნიშნავდი მრავალი წლის წინ. ესენია: ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეაც.
რუსეთი ამგვარი პოლიტიკური ნაბიჯებით ვერაფერს მიაღწევს და ვერც ვერაფერს ვერ მოიგებს. პირველ დარტყმას სწორედ იმ მუსლიმებისგან მიიღებს, ვისაც ეხმარება, ვინაიდან გლობალურ პოლიტიკაში მეგობარი ქრისტიანი და მუსლიმი სახელმწიფოები არ არსებობენ. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი კვლავაც განაგრძობს ამგვარ პოლიტიკას, იმდენად, რამდენადაც სხვა გზა არ აქვს. ევროპამ და ამერიკამ ჩიხში მოამწყვდიეს რუსეთი და იძულებული გახადა, საპირისპირო ნაბიჯები გადაედგა — დარტყმითი, შემტევი, მაგრამ უაზრო, არაფრის მომტანი რუსეთისთვის და რუსი ხალხისთვის. ვხედავ, რომ ეს დამანგრეველი პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელდება.
ვხედავ, ამერიკის პრეზიდენტი თითქოს სწორ ნაბიჯებს დგამს და სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებით რთულ გარემოს იქმნის პოლიტიკურ არენაზე. ფრთხილად! ბოლოს ამერიკელმა ხალხმა არ გაასამართლოს.
ევროპა თითქოს იშლება და არც იშლება. ევროპის ქვეყნები ძალიან და კიდევ უფრო აირევიან, გამომდინარე ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხებიდან, ვხედავ, რომ რაღაც პერიოდი ისევ მიაწყდებიან ლტოლვილები ევროპას, მაგრამ მოულოდნელად ევროპის ქვეყნებში ყველა მთავრობა შეიცვლება და, ვიმეორებ წარსულში ნაწინასწარმეტყველებს, მოდის ნაცისტი პრეზიდენტი, რომელიც ყველას თავის ადგილს მიუჩენს და ევროპას დაასუფთავებს.
თქვენ წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანა ამ ნაბიჯებს მიესალმება და მიბაძავს კიდევაც, ანუ ლტოლვილებისა და მიგრანტების გაყრას დაიწყებენ. მაგალითად, საფრანგეთში ყველა ქუჩაში გამოვარდება და იყვირებს, რომ საფრანგეთი ფრანგებისაა და დაიწყებენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. კანონებს თავიანთი ქვეყნის სასარგებლოდ გადააკეთებენ და საფრანგეთის ეროვნულ ინტერესებს მოარგებენ.
რუსეთში, ვხედავ, ოპოზიცია არ არსებობს და ეს ყველას კარგად აქვს გათავისებული. პრეზიდენტად ისევ რჩება დღევანდელი პრეზიდენტი, მაგრამ შემდგომ არჩევნებში მე მას უკვე ვეღარ ვხედავ. ამ პერიოდში მას დიდი სიმძიმეები ელის.
ვხედავ, ნატოს შეიარაღებული ძალები როგორ შემოდის საქართველოში, როგორ დაფრინავს ამერიკული ავიაცია ქართულ ტერიტორიაზე, როგორ განლაგდება თავდაცვითი სახის იარაღი ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე. ასეთი იყო 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება, რომელიც სიტყვა-სიტყვით ასრულდება.
რუსეთის მცდელობა, რომ ქართულ პოლიტიკაში ხელი აფათუროს და ძალას არ ზოგავს საამისოდ, არარეალურია. რუსეთი საქართველოს ვერ დაიპყრობს. საქართველო მაინც ნატოს ხაზით გავა და ეს არის ერთადერთი დაცვითი სახე ჩემი ქვეყნისთვის — მეტი არაფერი.
ზოგ ქართველ პოლიტიკოსს კი აქვს გამოთვლილი, რომ რუსეთი ორ საათში აიღებს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ნურც მაგათ და ნურც რუსეთს გვერდები ნუ აუდგებათ, სანამ კოსმოსი ამის ნებას მისცემს! საშინელ დარტყმას მიაყენებს მათ კოსმოსი, ხოლო ჩემს ქვეყანას, ვხედავ, რომ განათებული მომავალი აქვს და რუსეთის მონობა არ აწერია.
ვიმეორებ წარსულის წინასწარმეტყველებას: რუსეთს თავისი თავი გაუხდება დასაცავი და ვხედავ, როგორ გარბიან რუსი ჯარისკაცები საკუთარი მიწების დასაცავად. არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო არასდროს იქნება რუსეთისა, აფსუებისა ან ოსებისა. ეს ჩემი საქართველოა! საქართველო, რომელშიც კოსმოსი არ დაუშვებს და არც შეუშვებს დამპყრობლებს.
და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება წარსულიდან: რუსეთი თავისი ხელით დაგვიბრუნებს ჩვენს ტერიტორიებს!
ვხედავ, კოსმოსში სიტყვები „საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“ საერთოდ არ არსებობს. პირიქით, კოსმოსში პირდაპირ წერია, რომ აფხაზეთი საქართველოა; რომ სამაჩაბლო საქართველოა!
კოსმოსი პოლიტიკოსი არ არის, ადამიანო! ის თქვენი შემქმნელია და დამბოლოებელიც!
ქართული პოლიტიკური ნაბიჯები მომავალში, სადაც მეცნიერ ახალგაზრდებს ვხედავ, გაამართლებს და სწორი ნაბიჯებით გაიყვანს საქართველოს ევროპისკენ, ამერიკისკენ, ნატოსკენ. რუსეთის მთავრობა ამაში ხელს ვერ შეუშლის, რომ არაფერი ვთქვა ჩვენს „მშვენიერ“ პოლიტიკოსებზე. ისე, გირჩევდით, ერთმანეთის ჭამას, სჯობს „გარეთ“ გაგეხედათ და დაგენახათ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დიდი მოვლენები ხდება და იქნებ შანსი არ გაგეშვათ ხელიდან.
თუმცა, არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც გული უცემთ საკუთარი ხალხისა და ქვეყნისთვის. მათ კოსმოსი ეხმარება და გაამარჯვებინებს კიდევაც. საქართველოში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება. ვხედავ, გატარდება ის პოლიტიკა, რომელიც ჩემს ხალხს, ჩემს ქართველებს სჭირდებათ. ეს ასე იქნება!
მინდა აღვნიშნო: ვხედავ როგორ ბიბინებს ჩვენს ტერიტორიებზე ტყეები, მინდორ-ველები, მდელოები. კითხვაზე „ცეცხლმა დიდი დარტყმა მოგვაყენა?“ პასუხად ვხედავ: არა, ბატონო. უკეთეს ტყეებსა და უნიკალური ჯიშის ხეებს ვხედავ და კიდევ უამრავ ტურისტს საქართველოში.
ვხედავ, პორტის მშენებლობა ანაკლიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადრევე მაქვს ნაწინასწარმეტყველები და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს მას.
რუსეთ-თურქეთის თამაში საქართველოსთან თავშივე ჩაშლილია. თურქეთი აჭარას არასდროს და ვერასდროს მიიღებს. ის კი არა, ჩვენი მიწები აქვს დასაბრუნებელი და მოვა დრო, დაგვიბრუნებს კიდეც.
მუსლიმებს მოსწონთ საქართველო, მაგრამ არა იმისთვის, რომ აქ ჩამოსახლდნენ. ნახავენ, დაათვალიერებენ, გაერთობიან, გაეცნობიან და წავლენ. სურვილი კი აქვთ და კიდეც ექნებათ, მაგრამ აქ დარჩენა და ცხოვრება მასიურად არ აწერიათ. ეს პროგრამაც დევს კოსმოსში და კოსმოსი მათ ჩვენს მიწაზე არ გააჩერებს.
ვხედავ, რომ კოსმოსი ყველა ქვეყანას თავისებურად იცავს. მაგრამ მე აქ, საქართველოში წარმომგზავნეს – დაცვის გასაძლიერებლად და ახალი სიტყვის სწორედ ამ ქვეყანაში მოსატანად. ეს იმიტომ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქვეყანა კოსმოსისა და უფლისთვის. დიახ, ჩემო ძვირფასებო, უფალს ვუყვარვართ და კოსომოსი არ გაგვწირავს!
სხვათა შორის, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა დადებითად და თბილად უყურებს საქართველოს.
ვხედავ, რომ კანონები, რომლებიც პარლამენტმა შეიმუშავა, განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებ ავტომობილების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, მომავალში ძალიან მკაცრი ზომებით გატარდება და მანქანების ნაკადი საგრძნობლად შემცირდება. საგრძნობლად! დიახ, კანონი კანონია, მით უმეტეს, როცა საქმე მწყობრიდან გამოსულ, დაშლილ მანქანას ეხება. ის ხომ უპირველესად თავად მისი მფლობელის სიცოცხლისთვისაა საშიში?! ასე რომ ტექდათვალიერების თემა აუცილებლად გაამართლებს.
ვხედავ, ლარისა და დოლარის თამაში, ეროვნული ვალუტის დევალვაცია კი არტყამს ქართულ ეკონომიკას, მაგრამ ნუ შეშინდებით. ეს მდგომარეობა მოკლე ხანში დარეგულირდება.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვხედავ ქარხნებს, მინიქარხნებს. ვხედავ, მდგომარეობა ძალიან გამოცოცხლდება. განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ეს სფერო პირველ ადგილზე დგას და ვხედავ, ტურისტების ნაკადი საქართველოში არ შეწყდება მომავალში. ვხედავ უამრავ ტურისტულ ცენტრს, მოწყობილ და გალამაზებულ ადგილებს, უამრავ დასათვალიერებელ ღირსშესანიშნაობას თუ უბრალოდ, ჩანჩქერებსა და წყაროებს, მომხიბლავ ბუნებას. მოკლედ, ყველაფერი აღდგება, გალამაზდება და თანამედროვედ მოეწყობა.
რა პოლიტიკაც უნდა გაატარონ ჩვენმა მტერმა სახელმწიფოებმა, მაინც ვერ მოერევიან საქართველოს. ასე რომ, შავი ზღვისპირეთში ყველაზე ლამაზი ქვეყანა საქართველო აღმოჩნდება.
მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ განათლების სისტემაში უდიდესი ცვლილებები მოხდება და ბავშვები მართლა ისწავლიან, მიიღებენ უმაღლეს განათლებას. მათ ასწავლიან პროფესიონალები, რომლებსაც უცხოეთიდან მოიწვევენ, ვიღაც ვითომ მასწავლებლებს კი არა, ნამდვილ პროფესორებსა და სპეციალისტებს მოიწვევენ, რაც დიდ გადატრიალებას მოახდენს ქართულ განათლებაში. უწიგნური და გაუნათლებელი არცერთი ბავშვი არ იქნება მომავალში და მორჩა.
ასევე მოხდება მედიცინაშიც. ზუსტად იმ კანონებით იხელმძღვანელებენ, როგორებითაც უცხოეთში: გინდა ექიმობა? ისწავლე ბევრი წელი, მერე იმუშავე ექთნად, მიიღე გამოცდილება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდები ექიმი. ეს აუცილებელია, ვინაიდან სამედიცინო სფეროში საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. მე ვიცნობ რამდენიმე ძლიერ სპეციალისტს საქართველოში, მედიცინის სხვადასხვა დარგში, მაგრამ ეს საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის. თანაც, გასაქანს არ აძლევენ და პრობლემებსაც უქმნიან. იმიტომ რომ მცოდნე არავის სჭირდება, რადგან შტერი უფრო ადვილი სამართავია, ბატონო.
ვხედავ, მომავალში კიდევ მეტი რაოდენობით დაიბადებიან ინდიგო ბავშვები. ეს კიდევ უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე ვუნდერკინდები. თუმცა არსებობს ინდიგოებზე უფრო მაღალი საფეხურიც, რომლის წარმომადგენლებიც საუკუნეების განმავლობაში რიგის მიხედვით დაიბადებიან დედამიწაზე. ეს გასაოცარი უნარის ბავშვები თავიდან ცოტანი მოვლენ ამქვეყნად, ჯერ მათი დრო არ დამდგარა. მაგრამ ეს უკვე არის სიგნალი კოსმოსიდან. ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც სამი წლის ასაკში იციან ის, რაც ახლა მოზრდილმა და განათლებამიღებულმა ადამიანებმა იციან. მათი ტვინი აბსოლუტურად სხვანაირად არის მოწყობილი.
მინდა კვლავ რუსეთს დავუბრუნდე: ვხედავ, ცრუ ზარები, რომლებიც ასე გახშირდა რუსეთში, რეალურ საფრთხეში გადაიზრდება, იმიტომ რომ ნაწინასწარმეტყველები მაქვს: ტერორისტები რუსეთში ააფეთქებენ ყველას და ყველაფერს-მეთქი.
ხალხია ცოდო. მაგრამ ამას ვერ აიცილებენ. ვხედავ, იმდენად გაამწარებს რუსეთის პრეზიდენტს ეს ტერატქები, რომ პოლიტიკას მუსლიმების მიმართ რადიკალურად შეცვლის და დიდ დარტყმას მიაყენებს მათ. და ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილზე დალაგდება მსოფლიო პოლიტიკაში.
2017 წლის 7 ნოემბერი
მომავალში, ვხედავ, საქართველოს ძლიერი ჯარი ეყოლება. ვხედავ ახოვან, ბრგე, უშიშარ, მამაც და სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ბიჭებს. მათ კოსმოსი იცავს, ისინი კი ქართულ მიწას იცავენ. და იცით, კოსმოსში რა სახელთ მოიხსენიებიან ისინი? — კოსმოსის ანგელოზები!
მომავალში ისინი თავს წარმოაჩენენ და მსოფლიო აღიარებს ქართველ ჯარისკაცებს, რომლებსაც ზუსტად მიესადაგებათ ეს წინასწარმეტყველება. ვხედავ, კოსმოსის ანგელოზები შიშველი ხელებითაც კი მოერევიან რუსის ჯარს. ეს უკვე გამოჩნდა აგვისტოს ომში, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენს ბიჭებს არ წაუგიათ. მათ მსოფლიოს დაანახეს ქართველი მეომრების სახე, სიმამაცე და შეუპოვრობა. მერწმუნეთ, ეს ასეა.
და მივმართავ საქართველოს ყველა მტერს: გეშინოდეთ კოსმოსის ანგელოზებისა!
გაფრთხილებთ მავანთ, არც კი გაბედოთ, რაიმე გადაბრუნებული სიტყვა წამოგცდეთ ამ წინასწარმეტყველებაზე! გაფრთხილებთ, არც გაბედოთ!!!
2017 წელი, 4 დეკემბერი, 20:45 სთ
სხვათაშორის, ვხედავ, უკრაინის პრეზიდენტს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი ელის. უკრაინა ვერ დარჩება იმ სახით, როგორიც დღეს აქვს. ქვეყანა ვერ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც ევროპასა და ამერიკას სურს და ვერ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება მომავალში. საქმიანი და მაღალი დონის პოლიტიკოსები თითქმის აღარ ჩანან. ამიტომ უკრაინული პოილიტიკა დიდ დარტყმას მიიღებს მომავალში. ყველასთვის ნათელი ხდება (ხალხისთვის), რომ ეს მთავრობა არ არის ეროვნული ძალა და საჭიროა ქვეყნის სათავეში მოვიდეს ეროვნული ძალები. ყველა ხვდება, რომ მიდის უცნაური თამაში: არის გარიგებები, დათმობები, კორუფცია ორჯერ მეტად ბობოქრობს და სხვა. ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, ნიღაბი აეხდება და ბოლოს და ბოლოს, ამერიკა აღიარებს, რომ ეს არ არის ის დემოკრატიულიო მთავრობა, რომელიც უნდა იყოს უკრაინის სათავეში. თუმცა მათი საქმეში ჩარევა საჭირო არც გახდება, ვინაიდან ხალხი თვითონ შეასრულებს და გაატარებს იმ პოლიტიკას, რასაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჰქვია. ეს ასე მოხდება. საინტერესო ისაა, რომ ვხედავ, ბენდერები მეტად იაქტიურებენ. მათაც არ მოსწონთ ეს მთავრობა. ხალხი გარეთ გამოვა და იმასაც ვხედავ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მომხრეები ცოტანი არიან.
სხვათა შორის, სააკაშვილი თითქოს არაფერი, მაგრამ რეალურად ძალიან მძლავრად უთხრის ძირს უკრაინის პრეზიდენტს. პროფესიონალია ამ საქმეში, იცის, როგორც მოთხაროს. თუმცა მოვლენები ჯერჯერობით სულ სხვაგვარად წარიმართება, მაგრამ ბოლოს წინასწარმეტყველებები, როგორც წესი, ასრულდება.
რაც შეეხება საქართველოს, ვხედავ, ამერიკის თანხმობა ჩვენი ქვეყნისთვის მილიონობით დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვაზე, რეალურად გულისხმობს იმას, რომ ეს იარაღი საჩუქრად გადმოგვცეს! დიახ, ვხედავ, რომ ამერიკა იარაღს გვჩუქნის, კი არ მოგვყიდის. გაიხსენეთ ჩემი 1992 წლის წინასწარმეტყველებები.
ვხედავ, ევროპაში დიდი ცვლილებები ხდება – ვგულისხმობ მთავრობებს, რომელთაგან ბევრი დაიცვლება. ევროპა, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს, დაიწყებს გასუფთავებას: მიგრანტებსა და ლტოლვილებს საკუთარ სახლებში გააზავნიან, ლამის ერთსაც არ დატოვებენ ევროპის ტერიტორიაზე.
ვხედავ, ევროპა ძალიან დაუახლოვდება საქართველოს. ევროპული ქვეყნები ისეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რომლებიც დაგვანახებს რეალურ შანსს იმისას, რომ საქართველო გაერთიანდეს ევროკავშირში. ნელ-ნელა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, საქართველო უფრო და უფრო გაძლიერდება და ისევ და ისევ ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა იხსნის მას ოკუპანტი რუსეთის კლანჭებიდან.
რუსეთმა ისეთი პოლიტიკა გაატარა მსოფლიოში, რომ თვითონ არის ჩიხში მომწყვდეული. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გუნდს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურები ჩამოცილდებიან. ის საბოლოო ჯამში მომავალში მარტო რჩება და ეს არის ძალაუფლების დაკარგვის დასაწყისი. პუტინი ვერ შეაჩერებს საქართველოს წინსვლას, ვერ წაგვართმევს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ვხედავ, ეს ორი მხარე ახლა ისეა გაძარცული, არაფერი ეტყობა იმისა, რომ ოდესღაც იქ ხალხი კარგად ცხოვრობდა. აი ასეთად აქცია ის რუსეთმა.
მაგრამ, ჩემო ქართველებო, მალე მოვა დრო, როცა მრავალჟამიერი დასჭექს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ანუ ქართული სული და ქართველები დაბრუნდებიან იქ!
ამერიკა კვლავაც განაგრძობს ქართლი ჯარის წვრთნას. დიახ, ამერიკა ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოს თავისი ძლიერი ჯარი ჰყავდეს.
მაგრამ სულ სხვა ვითარებაა ჩრდილოეთ კორეასა თუ მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. ვხედავ, აშშ-ის პრეზიდენტი დაარტყამს ჩრდილოეთ კორეას და ასე ვთქვათ, ბუნდღას არ დატოვებს მათგან. სხვათა შორის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმაც იცის, რომ ამერიკას ვერ მოუგებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ აშშ არ დაარტყამს არავითარ შემთხვევაში, რაშიც ძალიან ცდება – თუ გადაამლაშა, ამერიკა დაარტყამს მას და ეს იქნება მსოფლიოში საჩვენებელი მანევრირება. ჩრდილოეთ კორეის რაკეტები კი აშშ-ის ტერიტორიას ვერ მიწვდება. თქვენც ხომ ხედავთ, რომ იაპონიის ზღვაში ცვივა მათი ბალისტიკური რაკეტები.
ამერიკა კი ომისთვის უკვე მზად არის. ვხედავ, რომ ის ბაზები, რაც აქვს ახლო აღმოსავლეთში თუ ახლომახლო ტერიტორიებზე, სრულ მზადყოფნაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. და ისევ გავიმეორებ ძველ წინასწარმეტყველებას: მომავალში აღარ იარსებებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. ვხედავ ერთანა კორეას. ეს ჰგავს ბერლინის კედლის ნგრევასა და ორი გერმანიის გაერთიანებას.
ასევე სახიფათო პოლიტიკას ატარებს ირანი.
2018 წელი, 15 თებერვალი, 20:15 სთ, თბილისი
ვხედავ მსოფლიოში დიდი ცვლილებები მოხდება. გლობალურ პოლიტიკას თავდაყირა ამერიკის პრეზიდენტი დააყენებს. ვხედავ, რასაც ამბობს, იმას ასრულებს კიდევაც. ლაპარაკისა და ვითომ შეთანხმებების პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელდება. თუნდაც მთელი ამერიკა აღუდგეს წინ პრეზიდენტს, ის თავისას მაინც გაიტანს, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.
ვხედავ, ირანი თითქოს იხტიბარს არ იტეხს ისრაელთან მიმართებაში, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეშინია. ისრაელი აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს ბოლომდე. ვხედავ, ომისთვის ემზადება, თუმცა უკვე მზადაცაა.
ირანში მოდის ახალი მთავრობა. ირანის სახელმწიფო თავისი ტრადიციებით ფერს იცვლის, რაც ადრეც მაქვს ნაწინასწარმეტყველები, და ის ევროპას ემსგავსება _ ანუ ევროპულ სტილზე გადადის.
ირანში გარდაიცვლება მათი მამამთავარი და დაიწყება ბრძოლა ხელისუფლებისთვის. საბოლოოდ ხელისუფლებაში მოვა ხალხი, რომელსაც ევროპა და ამერიკა მიესალმება და რომელიც ირანს გადაარჩენს დიდი ომებისგან; ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს სრული განადგურებისგან. რატომ სრული განადგურებისაგან? იმიტომ რომ ვხედავ, გამოიყენებენ ყველა იარაღს – დაწყებული ქიმიურით, დასრულებული ატომურით.
საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში მოდის დრო, როცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამერიკა და რუსეთი უნდა შეთანხმდნენ, რათა ამ უაზრო პოლიტიკას, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ზღვარი დაედოს.
მთავარი ისაა, რომ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს არ უთმობენ. არც ევროპა მიდის დათმობაზე. ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, უფრო აქტიურად დაიწყებენ შეიარაღებასა და ჯარის განლაგებას, საზღვრების გამაგრებას. მაგრამ ერთი მომენტი ცეცხლი მაინც დაინთება. ეს არის მცირე ომი – რამდენიმედღიანი, რომელიც მალე ჩაქრება, იმიტომ რომ კოსმოსი არ დაუშვებს რუსეთ-ევროპის ომს.
ვხედავ, ბრიტანეთის მთავრობა უცნაურად მოიქცევა მომავალში და ეს ბრექსითს შეეხება. საბოლოო ჯამში, ბრექსითი არ მოხდება. ეს ძალიან საშიშია ბრიტანეთისთვის, იმიტომ რომ ეს ის ძალა აღარ არის, რაც იყო 20-30 წლის წინ. ბრიტანეთს სჭირდება, შეინარჩუნოს ევროპაში პირველობა, ხოლო ბრექსითი ამ პირველობას წაართმევს, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკას ქვეყანა ცალკე ვერ მოერევა.
წარსულში მე ვიწინასწარმეტყველე, რომ ევროკავშირს დაშლის საფრთხე დაემუქრებოდა, მაგრამ ვხედავ, რომ ისინიც ბრიტანეთივით გაიჩხირებიან შუაში და საბოლოო ჯამში, მაინც ერთიან კავშირად დარჩებიან. დიახ, ევროკავშირი არ დაიშლება, ვინაიდან დაშლა არის დამღუპველი როგორც ბრიტანეთისთვის, ისე მთელი ევროპისა და ამერიკისთვისაც კი. აი რუსეთს კი ეს გაახარებდა.
რუსეთში არსებული ვითარება ძალიან ბევრს დააფიქრებს. ვხედავ, ქალი-პრეზიდენტობის კანდიდატის თამაში, რომელსაც თითქოს პირდაპირი გეზი აქვს აღებული, რომ პრეზიდენტად მოვიდეს რუსეთში, რეალურად დიდი ბინძური თამაშია. მისი ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია პუტინთან. იმ დასახულ გეგმას, რომლის განხორციელებასაც პუტინი და სობჩაკი ცდილობენ, ასრულება არ აწერია. ეს იქნება მსოფლიო სკანდალი. ამას ჰქვია, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.
სობჩაკის სასამართლოში ჩივილი, რომ პუტინი არაკანონიერად დარეგისტრირდა პრეზიდენტობის კანდიდატად, არის ბავშვური ამაში, ვინაიდან ამ პოლიტიკურ სვლებს გაშიფვრა არც სჭირდება.
ვხედავ, პუტინი, რა თქმა უნდა პრეზიდენტად მოდის, მაგრამ მომავალში სულ სხვაგვარი პოლიტიკური პროცესები წარიმართება. პუტინი… გაქრება და წამოვა ახალი ძალები. ამ ძალებში ვხედავ ახალ პიროვნებას, რომელიც სათავეში ჩაუდგება და გახდება ლიდერი რუსული პოლიტიკისა – პუტინის ხელდასხმით! და აქ პრეზიდენტი დიდ შეცდომას დაუშვებს, ვინაიდან მის მიერ ხელდასხმული კაცი უცებ უღალატებს. პუტინი უძლური იქნება, შეებრძოლოს და მოაშოროს ის რუსულ პოლიტიკას, ვინაიდან ის უკვე ლიდერი იქნება. ეს არის ისევ კაცი არსაიდან, რომელსაც მოსწონს ევროპა, ამერიკა და სულ არ აღელვებს ახლო აღმოსავლეთი. აქედანაც ჩანს, რომ უჭკვიანესი პოლიტიკოსია, რომელსაც განათლება ინგლისსა და ამერიკაში აქვს მიღებული.
ვხედავ, ამ გუნდში იბადება კიდევ ქალი პოლიტიკოსი, პირობითად, გვარად როსტოვა, რომელიც რუსეთს შემდგომ პრეზიდენტად მოევლინება. და ეს კარგია. „როსტოვას“ დედა ამერიკელი ჰყავს, მამა – რუსი. ვხედავ ორ შვილსა და რუს მეუღლეს. ეს ქალი ჯერ არენაზე არ ჩანს და არავინ არ არის აზრზე, ვინაა. მე კი ვხედავ მას და ყველაფერი ისე ასრულდება, როგორც ვწინასწარმეტყველებ.
სობჩაკის ყველა მცდელობა კი არის ნულის ტოლი. მას რუსეთი, როგორც პოლიტიკოსს, ისე არ უყურებს.
სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ სააკაშვილი უკრაინას არ მოეშვება. მას თავისი პროგრამა აქვს და რომ მოკვდეს, მაინც განახორციელებს მას.
რაც შეეხება კრიპტოვალუტის თემას, ბოლოს ხალხი იტყვის, რომ ეს საუკუნის აფიორაა. პირველ ეტაპზე ვირტუალური ვალუტა თითქოს ძალას იკრებს, მაგრამ მერე თანდათან მიინავლება და საბოლოოდ გაქრება. ამით დაზარალებული და თანაც სერიოზულად დაზარალებული ბევრი დარჩება, ვინაიდან ამ საქმის უკან წვრილმანი თაღლითები კი არ დგანან, არამედ დიდი ფულისა და გავლენის ადამიანები.
მინდა ვთქვა, რომ არასრულწლოვან დამნაშავეებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას დიდი ყურადღება მართებს. ფრთხილად! ვხედავ, მცირეწლოვანი დამნაშავეების მიერ დაზარალებული ბიზნესმენები ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდებიან. ეს დაუშვებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასე იქნება. ესროლო არასრულწლოვანს და ფიზიკურად გაუსწორდე – ამას ახსნა არ აქვს, მაგრამ ვხედავ, მომავალში ასე მოხდება. და მხოლო მაშინღა დაიწყებენ სერიოზულ მუშაობას არასრულწლოვანებთან.
სხვათა შორის, საქართველოს მთავრობა იძულებული იქნება, გააძლიეროს პოლიცია, გაამკაცროს კანონები და ეს იქნება იმდენად მკაცრი კანონები, რომ ბევრი ვეღარ გაბედავის იმის გაკეთებას, რასაც მანამდე ბედავდნენ და სჩადიოდნენ. ხალხი ამას დადებითად შეაფასებს და იტყვის, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს.
რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილის ტრაგედიას, ის შვილის მკვლელობისთვის შურს თვითონ იძიებს, მკვლელს თვითონ გაუსწორდება. ასეთია ეს ქალი.
ვხედავ, გერმანიის კანცლერს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნება.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კი ვხედავ ახალ კანონებს, რომლებიც საქართველოს მოქალქეეებს ევროპაში დარჩენის საშუალებას არ მისცემს, ანუ ვეღარ დარჩებიან.
პრეზიდენტის სასახლე ისევ პრეზიდენტის სასახლედ რჩება. რადაც უნდა გადააკეთონ, მაინც პრეზიდენტის სასახლედ გადმოკეთდება, ვინაიდან ეს ნაგებობა საქართველოს სახეა და ძლიან მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის.
2018 წელი, 3 აგვისტო
პუტინს, ვხედავ, ძალიან რთული და არეული პერიოდები ელის, რასაც საერთოდ ვერ წარმოიდგენდა. ურთიერთობები ამერიკასა და ევროპასთან არ აღდგება, სანამ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. პუტინის ქმედება და მისი პოლიტიკური ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკისთვის ნეგატიურ ამინდს ქმნის და რთულ სიტუაციაში აყენებს.
2018 წელი, 30 ნოემბერი
უფლის საცერი იცრება და ეს პროცესი ბოლომდე მივა. არსებული ვითარება დიდხანს არ გასტანს საქართველოში. მალე გამოჩნდებიან ახალგაზრდა, პატარა „მეცნიერები“ და სწორედ იქიდან დაიწყება ქვეყნის აღმავლობა.
კოსმოსი ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ვხედავ, იების რევოლუცია არ აცდება საქართველოს, მაგრამ ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩემს ქვეყანაში, დიდხანს არ გაგრძელდება. მსოფლიო გლობალური პოლიტიკა ჩიხშია და დიდ სირთულეებს ბოლო არ უჩანს, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს.
ვხედავ, პუტინისა და ტრამპის მორიგება არ არსებობს. სანქციებს რუსეთს არც ამერიკა და ევროპა არ მოუხსნიან, პირიქით. რუსეთი ხერხემალშია გადატეხილი. მისი გადარჩენისთვის საჭიროა ახალი ხალხი, ახალი მთავრობა ქვეყნის სათავეში. კრემლის მაფიოზური რგოლი უნდა დაირღვეს. რუსეთი დიდი იმპერიაა, მაგრამ დაშლა ემუქრება. ფრთხილად!!!
გაიხედეთ აღმოსავლეთისკენ: ჩინეთი, იაპონია — მიწები! ეს ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ.
ჩემი პატარა საქართველო კი აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე რჩება, ნელ–ნელა იწმინდება და იცვლება ყველა და ყველაფერი, მოდის ახალი მთავრობა, ხოლო ქვეყნის მოწყობა, როგორც წარსულში არაერთხელ ვთქვი, იქნება მსგავსი შვეიცარიისა — ანუ საქართველო ჯერ ნატოში შევა, მერე გამოვა სამხედრო ალიანსიდან და ვხდებით ნეიტრალური ქვეყანა.
მესმის უფლის სიტყვები: „თქვენ, ადამიანებო, არაფერს წყვეტთ. გადადგით კეთილი ნაბიჯები, თუ გინდათ აიცილოთ რისხვა უფლისა. ამინ!“
ვხედავ, ქერჩის ყურეში რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავება — ეს ომის განახლებას ნიშნავს. ვერ ისვენებს პუტინი: ხმელეთზე ხომ „მოაგვარა“ საქმე და ახლა ზღვაზე უტევს უკრაინას. იმდენ იზამს, რომ მთელი უკრაინა ფეხზე დადგება — იმდენს უჩიჩხინებს. მაგრამ ვხედავდი წარსულში და ვიმეორებ ახლაც: უკრაინა დიდია და რუსეთი მას ვერ მოერევა. მოემზადეთ — ომები გრძელდება.
ვხედავ, ბალტიისპირეთი დადარაჯებულია, რუსეთის ქმედება აღიზიანებს და არ გამორიცხავენ, რომ მათაც დაარტყას კრემლმა. ვხედავ, კი დაიწყება დაპირისპირება, მაგრამ ევროპა და ამერიკა არ მისცემენ რუსეთს უფლებას და რუსეთი წააგებს. ვხედავ, როგორ მძვინვარებს პუტინი, ქაღალდებს ყრის აქეთ–იქით, უყვირის გენერალიტეტს. ეს კრახია, სრული წაგება.
უკრაინა კი ომისთვის ემზადება.
ვხედავ, ბელორუსის პრეზიდენტი გარდაიცვლება…
ამ წუთას ვხედავ უფლის სახეს — მიღიმის და მეფერება. ჯვარს მაძლევს. ეს ჯვარი ჩემთვის არაა – საქართველოსთვისაა. ამაშია საქართველოს გადარჩენა. დღეს საქართველოში პოლიტიკოსები თითქმის აღარ არიან, მაგრამ მოდის „მეცნიერთა პარტია“, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, რომელიც დიდი თამარის დროინდელ საზღვრებში აღადგენს საქართველოს.
აფხაზეთი საქართველოა!
სამაჩაბლო საქართველოა! და
არ არსებობს ძალა, რომელიც მათ ჩამოგვაჭრის. გაიხსენეთ ჩემი რუკა, რომელზეც დაცვითი ენერგიები მაქვს მონიშნული, ის ენერგიები, რომლებიც საქართველოს იცავენ. ამ ენერგიებს ვერაფერი გაარღვევს.
ვხედავ, ნატო ძლიან გააქტიურდება ახლო მომავალში. და როგორც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, ნატოში კი არ შევალთ, არამედ შევვარდებით. რუსეთს არაფერი გამოუვა საქართველოს წინააღმდეგ, ყველა მცდელობა ჩაეფუშება.
ვხედავ, რუსეთსა და თურქეთს შორის შეჯახება იქნება, მათი მეგობრობა გამორიცხულია.
ბოსფორის სრუტეში ამერიკული სამხედრო გემები შემოდიან და შავ ზღვაში საქართველოს წყლებში დგებიან. ეს უზარმაზარი გემებია, რომლებიც ლამის ვერ ეტევიან შავ ზღვაში. სხვათა შორის, გემებზე ამერიკულ დროშებთან ერთად ქართულ დროშებსაც ვხედავ, როგორ ფრიალებს.
ვხედავ ჩამქრალ სანთლებს ეკლესიაში. საპატრიარქოს უპირისპირდებიან, მაგრამ ეს სისულელე და შეცდომა იქნება. შეჩერდით! კოსმოსი არ გაპატიებთ და უდიდეს დარტყმას მოგაყენებთ. ჩემს ქვეყანაში სანთელი არასდროს ჩაქრება. საქართველო თვითონაა სანთელი! ჩვენი ერი გადარჩება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა გადარჩება და საქართველო მომავალში ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო ხდება. ვხედავ, ახლო მომავალში საქართველო ევროპის სახე ხდება.
ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით! მათ უზარმაზარი ძალა იცავს კოსმოსიდან. ისინი საქართველოს გმირები არიან და გმირებად დარჩებიან. კოსმოსი არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს მათ დასჯას. დაისჯებიან ისინი, ვინც მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს.
ქართული ჯარი ჩვენი სიამაყეა – დაიმახსოვრეთ! ამიტომ ნუ გაბედავთ, შეეხოთ ქართულ ჯარს, არც შეეცადოთ! ვიმეორებ: დაისჯებით!
ქართველები მალე იხილავთ გაბრწყინებულ საქართველოს, გათავისუფლებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.
იცით, რას გეტყვით?! — და ეს სიმართლეა — ქართული მიწა იერუსალიმის მიწაზე წმიდაა და სწორედ ამიტომ მოვედი მე ამ მიწაზე. ეს ასეა ასი პროცენტით!
ვხედავ, ვადამდელი არჩევნები მაინც იქნება. ოპოზიცია ქუჩაში გამოდის, ყველაფერი აირევა, მაგრამ არა ისე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას რამე დაემუქროს, ან ქართველ ხალხს. ვხედავ, მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი, ახალი მინისტრები და მათ უკან ზუსტად ის ხალხი დგას, რომლებსაც ათობით წელია, ვწინასწარმეტყველებ.
ვიმეორებ ათასჯერ ნათქვამს: როცა მსოფლიო ირევა, საქართველო მაშინ მშვიდდება.
მესმის ხმა: „სადაც ცეცხლი დაინთება — მე იქ ვარ! სადაც ბოროტება ბობოქრობს — მე იქ ვარ! ფრთხილად, არ დაგინდობთ!“
ვხედავ, ქალი პოლიტიკოსი ძალიან გაუტევს ეკლესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერს გახდება. ეს იმიტომ რომ ეკლესიას მე ვიცავ!
ვხედავ, ქართველ ოლიგარქს თავისი გეგმა აქვს შემუშავებული. ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს. ის ცდილობს, ახალი ხალხი შემოუშვას საქართველოს მთავრობაში და ასეც მოხდება.
ვხედავ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოუშვებენ საპატიმროდან, იმიტომ რომ ის იქნება იარაღი ეკლესიის წინააღმდეგ. ის დიდი სიამოვნებით ჩაერევა ამ ბრძოლაში. ბედისწერა სიკეთით შემობრუნდება მისკენ.
მესმის, როგორ ირეკება ეკლესიაში გლოვის ზარები!..
სინოდი ისე წყვეტს ყველაფერს, როგორც არსებული ვითარება მოითხოვს, მერე კი ვხედავ ახალ პატრიარქს.
ვხედავ, ქართული ეკლესია არ დაიშლება – პირიქით, ერთ ძლიერ მუშტად შეიკვრება. მოდიან პატიოსანი მღვდლები. ისინი კოსმოსიდან არიან წარმოგზავნილნი. საბოლოო ჯამში საპატრიარქო გაიმარჯვებს, ვინაიდან უფლის საცერი საპატრიარქოშიც იცრება და ხალხს რწმენა უბრუნდება. ეს გადაარჩენს საქართველოს.
ვხედავ, მთავრობა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ჯარისკაცებზე შეტევა, იმიტომ რომ ამას დიდი შეჯახება მოჰყვება. თავდაცვის მინისტრს შეცვლიან, მაგრამ ეს შედეგს ვერ მოიტანს.
(გაგრძელება იქნება)”