უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა? ხალხმა, რომელმაც გულში ჩაიხუტა ედუარდ შევარდნაძე…”

September 24, 2019
“რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა? ხალხმა, რომელმაც გულში ჩაიხუტა ედუარდ შევარდნაძე…”
Share on FacebookShare on Twitter

ექიმ ლევან ფერაძის პოსტი.

“და მაინც, რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა❓ ხალხმა, რომელმაც გულში ჩაიხუტა ედუარდ შევარდნაძე, ვინც მართლა დაკარგა (იგულისხმე ჩააბარა) ტერიტორიები და ლამის თავის ხელით მოხსნა საკეტები ქვემეხებს სოხუმში, მერე მუხლმოდრეკილი ევედრენ: „არ დაგვღუპო, არ დაგვტოვოო“. აიტანეს ჯაბა იოსელიანი, რომელმაც მთელი თაობა გაანადგურა :ზოგი დაასამარა, ზოგი დააყაჩაღა და ზოგიც წამალზე დასვა. ჩუმი თანხმობით დაანგრევინეს თბილისი გონებასუსტ თენგიზ კიტოვანს.
აპატიეს 6 ბორკილდადებული ბიჭის საკუთარი ხელით დახვრეტა აკუნ ქვირაიას (სხვათაშორის შევარდნაძე იქვე, ხუთ ნაბიჯში იდგა). იგუეს კახა თარგამაძე, რომელსაც ყველაფერთან ერთად გატაცებული ადამიანების გამოსასყიდიდან წილი მისდიოდა. არ გაუპროტესტებიათ სოსო ალავიძეს მილიციის უფროსობის დროს წესად ქცეული, სამმართველოს მე-5 სართულიდან გადმოყრილი ბიჭების სიკვდილი და არც განყოფილებებში „ბოთლზე დასმის“ უძველესი ტრადიცია…
ის კი არა და 9 აპრილის შემოქმედი ჯუმბერ პატიაშვილი და გივი გუმბარიძე რაღაცნაირად უყვარდათ კიდეც…
მაშ, ასე: 2003 წელია, საქართველო ყველაზე მეტად სომალის ჰგავს. ადამიანები ტოტალურად შიმშილობენ, ენერგეტიკის მინისტრი სინათლის 2 საათიანი გრაფიკის გარანტიასაც ვერ იძლევა. ქვეყანაში ტოტალური კორუფციაა მთელს ვერტიკალში.
თბილისიდან ბათუმამდე მანქანით ჩასვლა დაახლოებით 70 ლარი ჯდება (ინსპექტორებზე დასარიგებელი). მიუხედავად იმისა დაარღვევ რამეს თუ არა. ეგ კიდევ არაფერი, აჭარის საბაჟოზე (დიახ არ მოგესმათ) ვიღაც წერა-კითხვის უცოდინარი ამბალი ფეისკონტროლს ატარებს და თუ არ მოეწონე აუღელვებლად დაგაბრუნებს უკან. თუ მაინც შეაღწიე ბათუმში, არანაირი გარანტია არ გაქვს რომ რომელიმე გოგიტიძეს არ შემოელახები, ისე უბრალოდ – გასართობად, ან რესტორანში შესულს სადილობას მშვიდად დაგამთავრებინებენ, მთავარია მაგ დროს ქეიფი არ მოუნდეს ასლანას ბიჭს…
ადამიანის გატაცება სოლიდურ შემოსავლიან ბიზნესად ქცეულა, რომლის წილიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებამდე მიდის. იტაცებენ ყველას: ბიზნესმენებს, მათ შვილებს, ტურისტებს, გაეროს თანამშრომლებს… ბავშვები გაყინულ საკლასო ოთახებში სხედან, ბოლომდე ჩაცმულ-დახურულები, ზოგიერთმა ინიციატივიანმა დირექტორმა თუნუქის ღუმელები აყიდინა მშობლებს და მათივე მოტანილი შეშით თბება თბილისის ელიტარული სკოლები…
რეკეტი ახრჩობს ბიზნეს ყველა დონეზე, უბრალო ჯიხურიდან დაწყებული ბენზინის ბაზებით დამთავრებული. იკრიბება ქურდული „ობშიაკი“ ციხე ცალსახად შავებისაა, იქ მათი „წესრიგია“ დამყარებული. თანამშრომლები მორიდებულად, ლანდებივით დაიპარებიან დერეფნებში, რომ უნებურად ვინმეს მყუდროება არ დაარღვიონ…
ქვეყნის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია, სეკვესტრი – 400 მილიონი. პენსია 14 ლარი 1 წლის დავალიანებით. მასწავლებლები, ექიმები, გამგეობის თანამშრომლები პრაქტიკულად უხელფასოდ მუშაობენ და კაცი არ არის მათი გამკითხავი, ამ პირობებში კორუფცია ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად ქცეულა… და მერე იყო ნოემბერი, გიორგობა…
4 წლის მერე კი ამ სომალს შეგუებულმა ხალხმა პირდაპირ შვეიცარია მოითხოვა, გალიებით გაავსეს თბილისი და მკვდარ ქალაქად გადაქცევა დაუპირეს. ჯაბას ფეხებნალოკმა ინტილიგენციამ, 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩაშლა დააპირა…
და მაინც, რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა? მათ ეგონათ ამქვეყნის მარილი იყვნენ და მათი თანხმობის გარეშე ფოთოლი ვერ ჩამოვარდებოდა ხიდან. ამ „გიჟმა“ კი ჩამოიყვანა ბიჭები სამეგრელოდან, მესხეთიდან, კახეთიდან და ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლეს, ძალიან მოკლე ხანში დრამატულად შეცვალეს ქვეყანა. მათ ეგონათ განათლებულები იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „დასტაევსკის“ ჩარბენით ჩაკითხული ორი რომანით, ნახევრად გაგებული „ულისეთი“ და ბროდსკის სამი გაზეპირებული ლექსით ვეღარავის გააკვირვებდი.
მოვიდა ხალხი ვისაც ბევრ დარგში ფუნდამენტალური ცოდნა დაუგროვდათ დასავლეთში. ეგონათ უცხო ენა იცოდნენ და თავის გარემოცვას ხშირად პირს აღებინებდნენ 1000 სიტყვიანი მარაგის ინგლისურით, უცბად გამოჩნდენ ვიღაც ლაწირაკები და 3-4 ენაზე მშობლიურივით ალაპარაკდნენ. დიპლომები ჰქონდათ ნაწვალებ-ნაჩალიჩარი: მიმო, მგუ, პატრიცა ლულუმბა, მაგრამ როცა საქმე კონკურსებამდე მივიდა, აღმოჩნდა რომ ბოლომდე და ღრმად არც არაფერი იცოდნენ…
გადაირიენ, სამყარო ჩამოექცათ თითქოს, ყველაფერი რაც თავად, მათმა „კაი პურის მჭამელმა“ მამებმა და „ტროიკის’“ წევრმა ბაბუებმა ბოლო 50 წელი მამაძაღლობით აშენეს უცბად სადღაც ქრებოდა. ამას კი ვერ დაუშვებდნენ. ამისთვის ძალიან ბევრი სხვისი სისხლი დაღვარეს, ძალიან ბევრი იქურდეს, ძალიან ბევრი იპირფერეს, სამშობლო გაყიდეს ძალიან ბევჯერ ამისთვის… აიჯაგრნენ, გაერთიანდნენ, სიცოცხლის მიზნად დაისახეს. ერთ ადამიანში მოახდინეს თავისი დილეტანტიზმის, უზნეობის, ფარისევლობისა და მანქურთობის მიზეზების იდენტიფიცირება…
და მაინც გიკვირთ რატომ ვერ იგუა თბილისმა მიშა?” – წერს ფერაძე.

ავიაბილეთები

 411 ნახვა

თეგები: ლევან ფერაძემიხეილ სააკაშვილისააკაშვილი

სხვა ამბები

🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო
საზოგადოება

🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

March 29, 2023
“ჰო, ზოგი ცხიმიანითაც არ იკვებება, მარხვაზე ვარო, მაგრამ ადამიანის სიკვდილს ნატრობს…” – რას წერს პეტრე კოლხი
საზოგადოება

“ეს უფრო მოგვეკითხება, ამის გამო უფრო ვაგებთ პასუხს…” – რას წერს პეტრე კოლხი

March 29, 2023
“ღმერთო, ამას რას ვეღირსე, იმედის ტელევიზია მელიას იცავს” – რას წერს დომენიკ მანგო
საზოგადოება

„2 დღეა ხალხს ვეხვეწები, მგლოვიარე დედა შეიწყალეთ-მეთქი… “ – რას წერს დომენიკ მანგო

March 29, 2023
„საშინელი ბულინგის ქვეშ ვარ… ,, ბებერი ბო@იო” …გავბრაზდი ბებერზე – ხათუნა ხოფერია
საზოგადოება

“დაოკდით! ჭკუას მოეგეთ! თორემ, ცოტაღა დარჩა და თქვენც მიშასავით თხლეს გადაყვებით!” – ვის ემუქრება ხათუნა ხოფერია

March 29, 2023
🎥ნორვეგიელი ქომაგი საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა მსვლელობას შეუერთდა
საზოგადოება

🎥ნორვეგიელი ქომაგი საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა მსვლელობას შეუერთდა

March 28, 2023
“ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს…” – ბატუტზე დაშავებული მოზარდი ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანეს
საზოგადოება

“ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს…” – ბატუტზე დაშავებული მოზარდი ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანეს

March 28, 2023
შემდეგი ამბავი
შედით და მიეცით ხმა: უჭერთ თუ არა მხარს ზურაბიშვილის იმპიჩმენტს?

შედით და მიეცით ხმა: უჭერთ თუ არა მხარს ზურაბიშვილის იმპიჩმენტს?

ავსტრალია, ნებისმიერ მსურველს სახლსა და ლეგალურ სამსახურს სთავაზობს

ავსტრალია, ნებისმიერ მსურველს სახლსა და ლეგალურ სამსახურს სთავაზობს

პოპულარული

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე
საზოგადოება

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე

6 hours ago
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

6 hours ago
🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო
საზოგადოება

🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

7 hours ago
🎥”რუსული საერთოდ არ იცის და ეს სიტყვა იმდენად მოულოდნელად მოიტანა” – შუშანა ბებოს ძალიან სახალისო ვიდეო
საზოგადოება

🎥”რუსული საერთოდ არ იცის და ეს სიტყვა იმდენად მოულოდნელად მოიტანა” – შუშანა ბებოს ძალიან სახალისო ვიდეო

7 hours ago
📸ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი კვარას ბათუმურ ფოტოს აქვეყნებს
საზოგადოება

📸ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი კვარას ბათუმურ ფოტოს აქვეყნებს

7 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე

თუთიყუშებიანი ვიდეოკადრის გავრცელებით ბიძინას უნდა, რომ გვეგონოს, რომ ძააალიან მშვიდადაა – მიშა მშვილდაძე

March 29, 2023
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

March 29, 2023
🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

🎥ჯაფარამ თუთიყუშს ოხრახუში აჭამა – ნახეთ ვიდეო

March 29, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი

სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი