მზესუმზირა — მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 78-მდე სახეობას. უმრავლესობა მრავალწლოვანია. ერთწლოვანებიდან კულტურაშია ზეთის მზესუმზირა, მრავალწლოვანებიდან — მიწავაშლა. გვხვდება სარეველად და დეკორატიული ფორმების სახითაც.
მზესუმზირას სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა, გავრცელებულია ყველგან. ზეთის მზესუმზირას ღერო სწორმდგომია და 5 მ-მდე იზრდება, დაფარულია უხეში ბეწვებით. აქვს წაწვეტებულბოლოიანი ოვალურ-გულისებრი დიდი ფოთლები. ყვავილედი კალათაა (დიამეტრი 15-20 სმ).
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირას თესლები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო, მზესუმზირა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარია. ამას გარდა შეიცავს თუთიას, იოდს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას…
ყველა ის სასარგებლო ნივთიერება და მჟავა, რაც ასე ძვირფასს ხდის ამ პროდუქტს, მოიპოვება მხოლოდ და მხოლოდ გამომშრალ, მაგრამ არა მოხალულ მარცვლებში. თერმული დამუშავებისას ცხომოვანი მჟავები და ვიტამინები იშლება და სარგებლის ნაცვლად შესაძლოა მავნებელიც კი იყოს. გაურეცხავი მზესუმზირა უამრავი პარაზიტის და ჭუჭყის მატარებელია.