მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს.
რომ ნინი უკვე მეოთხედფინალში გავიდა – აღსანიშნავია, რომ ყველაფერი მსმენელის ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული და მომღერალმა გულშემატივრისგან საჭირო ხმების რაოდენობა მიიღო.
“ნეტა ჭკუიდან არ შევცდე და რას დავეძებ. რით გადაგიხადოთ მადლობა, რანაირად მოვიქცე ან რა გითხრათ, არ ვიცი, მეტირება”, – წერს მუსიკოსი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შემდეგი ეტაპისთვის ნინის კვლავ სჭირდება მხარდაჭერა. ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველ 24 საათში ერთხელ, უფასოდ, შემდეგ ბმულზე.