Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წყალი ზეგ დილამდე შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

August 24, 2023
თბილისის ნაწილს 12 საათით წყლის მიწოდება შეუწყდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებს, რის გამოც, დღეს 23:00 საათიდან 26 აგვისტოს 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში ზოგიერთ ქუჩას.

„24 აგვისტოს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბურჯანაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს.

სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა – შეცვალა 1.3 კმ სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 30 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 18 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

ბურჯანაძის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 24 აგვისტოს დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან, 26 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში – იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველის, გვაზავას, ცისკარას (გურჯიევის), ოდიშელიძის, ფრისის ქუჩებს.

სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს
 ნავთლუღის მე-2 დასახლებაში – რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს.

კრწანისის რაიონში – ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით,“ – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა გამოაცხადა“ – ჩიკვაიძის დედა
  • „12 მაისს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა უნდა ამოქმედდეს…“ – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ძვლები აქვთ ჩამსხვრეული“ – როგორია ხაშურში დაჭრილი 3 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge