Tuesday, October 3, 2023
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჯიუტია, ზარმაცი თუ საშინლად ცელქი? რასაც დღეს მოთმინებიდან გამოყავხართ, ხვალ თქვენს შვილებს წარმატებას და აღიარებას მოუტანს” – ცუდი თვისებების დადებითი მხარეები

August 22, 2023
“ჯიუტია, ზარმაცი თუ საშინლად ცელქი? რასაც დღეს მოთმინებიდან გამოყავხართ, ხვალ თქვენს შვილებს წარმატებას და აღიარებას მოუტანს” – ცუდი თვისებების დადებითი მხარეები
Share on FacebookShare on Twitter

“აუტანელი” თვისებები, რაც სინამდვილეში ჩვენი შვილების ძლიერი წარმატების მიღწევის საშუალებას მისცემს

მშობლები გამუდმებით ჩივიან შვილების მიუღებელ ქცევებზე. ზოგი მშობლისთვის ბავშვი ძალიან ცელქია, ზოგისთვის – ზედმეტად მოდუნებული, ზედმეტად აქტიური, მშიშარა ან პირიქით, ზედმეტად უშიშარი.

ასევე წაიკითხე

შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა – ვინ არიან უნივერსიტეტის ახალი მფლობელები?

„მიწის რხევა რომ გამოიწვიო, 2 მილიონი კგ უნდა ააფეთქო“ – რას წერს თეა გოდოლაძე

ნუ ღელავთ, ფსიქოლოგები გვაქრწმუნებენ, რომ ეს თვისებები, რომლებიც დღეს ასე გვაღიზიანებს, ათი წლის შემდეგ ჩვენი შვილების გამორჩეული ნიჭი და უპირატესობა გახდება, რაც წარმატებას მოუტანს.

რა უნდა გავაკეთოთ? დასაწყისისთვის, შთააგონეთ თავს, რომ ნებისმიერი აუტანელი თვისების მიღმა ნამდვილი ნიჭი იმალება. შემდეგ შეწყვიტეთ ბავშვის გაკიცხვა და დაიწყეთ მისი შთაგონება, რადგან თქვენი დახმარების გარეშე ის ამ ნიჭს საკუთარ თავში გაცილებით გვიან აღმოაჩენს.

სიჯიუტე
დიახ, ბავშვების სიჯიუტეს მართლაც მოთმინებიდან გამოვყავართ და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეს ძალის გამოვლინებაა და ჩვენთვის ადვილი არ არის იმის აღიარება, რომ ჩვენი შვილი ძლიერია, შესაძლოა, ჩვენზე ძლიერიც კი და “გვჯობნის”.

სიჯიუტე ძვირფასი ნიჭია, ნამდვილი გამწევი ძალა, რომელსაც შეუძლია ნელ-ნელა და აუცილებლად მიიყვანოს თქვენი შვილი დასახული მიზნისკენ.

სიჯიუტე არის „არას“ თქმის, პირადი საზღვრების დაცვის უნარია და იმის მკაფიოდ ცოდნა, თუ რა გინდა. ასევე თავდაჯერება, რომ მიზანი მიღწევადია… ასე რომ, სიჯიუტე დიდი ძალაა და დააფასეთ.

შეუპოვრობა, პრინციპების დაცვა აუცილებელია მეცნიერებისთვის, გამომგონებლებისთვის, ყველა პროფესიის წარმომადგენლებისთვის. თანაც, დამეთანხმებით, ეს თვისებები მშობლებისთვისაც სანატრელია.

ჰიპერაქტიურობა
ყველაზე ხშირად, ბავშვი, რომელსაც „ჰიპერაქტიურად“ მოიხსენიებენ, ნამდვილად არ არის „ჰიპერი“, არამედ უბრალოდ აქტიური, დამოუკიდებელია, მრავალი ინტერესი აქვს, რომლებისთვისაც დღის ხანგრძლივობა არ ჰყოფნის. მომავალში აქტიურობა იქნება მისი მთავარი იარაღი, ყოველთვის სხვებზე მეტს მოასწრებს, დამატებითი საქმეებისთვისაც დარჩება დრო და დასასვენებლადაც. ეს უკვე წარმატების გასაღებია.

ჰიპერაქტიურობა საშუალებას მისცემს არ ჩავარდეს პანიკაში ექსტრემალური სიტუაციების გამო. დღევანდელი ჰიპერაქტიური ბავშვი ადვილად შეიტავსებს რამდენიმე პროფესიას, ადვილად გადაერთვება ერთი დავალებიდან მეორეზე და რაც მთავარია, ასეთი გრაფიკი მას ფსიქოლოგიურად არ დააზიანებს.

აქტიური ცხოვრების უნარი შეუცვლელია, მაგალითად, შოუმენებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ტოპ მენეჯერებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ტელეპროდიუსერებისთვის.

ეშმაკობა
ჩვენს წინაშე არის ნათელი, გამჭრიახი გონება, რომელიც ლამაზ და საინტერესო გადაწყვეტილებებს ეძებს. ხშირად ასე ვლინდება კომერციული ნიჭი ბავშვში: როგორ დახარჯოს მინიმალური რესურსი დიდი შედეგის მისაღწევად? როგორ აიცილოს თავიდან ზედმეტი შრომა და მივიდეს გამარჯვებამდე? თუ თქვენი შვილი ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს სწავლაში, კომუნიკაციაში, გუნდურ თამაშებში, თქვენ და მას წარმოუდგენლად გაგიმართლათ. მთავარია ასწავლოთ, რომ ეს თვისება სხვების საზიანოდ არ უნდა გამოიყენოს.

ეშმაკური თვისებები გამოადგება ბიზნესში, მენეჯმენტში, მარკეტინგში, წარმოებაში და ყველა პროფესიაში, სადაც უნდა მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები და გარკვეულ შედეგს მიაღწიოთ.

სიზარმაცე
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიზარმაცე არ არის იმდენად მანკიერი თვისება, რამდენადაც ენერგიის დაზოგვის ფორმა და იმ ქმედებების აცილება, რამაც შეიძლება თვითგანადგურებამდე მიიყვანოს ადამიანი. სიზარმაცით ბავშვი გადარჩენას ცდილობს, სასიცოცხლო ძალების ეკონომიას აკეთებს. იგონებს ათას გზას, რაც მიზანს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევინებს. ეს უნარი კრიტიკულ სიტუაციებში ყოველვის გამოადგება. გარდა ამისა, ის ფრთხილია, დაუფიქრებლად არ მოჰკიდებს საქმეს ხელს. კრიტიკულობა, წინდახედულობა, მოთმინების უნარი – ეს მომავლის მნიშვნელოვანი კომპეტენციაა.

რასაც დღეს სიზარმაცეს ეძახით, ხვალ ის დაიცავს „სამსახურში გადაწვისგან“, უპირატესობას მისცემს იმ სფეროებში, სადაც „ხანგრძლივად თამაში“, მოთმინება და ნებისყოფაა საჭირო. მედიცინა, ინჟინერია, საიუველირო საქმე, ციფრული ტექნოლოგიები.

შიში
“მშიშარას” და “მხდალის” იარლიყების უკან ფრთხილი და წინდახედული ბავშვი იმალება. შესანიშნავი ინტუიცია აქვს და კარგად ხვდება, საიდან მოდის საფრთხე ან სად იქმნება მისთვის არაკომფორტული სიტუაცია.

ბავშვი გრძნობს, როდის არ არის საჭირო ხმაური, ზედმეტი აქტიურობა, სცენაზე ასვლა და დემონსტრირება.

დღევანდელი „მშიშარა“ ბრწყინვალე მრჩეველი და კონსულტანტია. ბიზნესიდან დაწყებული, პრეზიდენტის აპარატით დამთავრებული, ის ყველაზე საჭირო მარჯვენა ხელი და ყოველთვის დაფასებული იქნება.

ამიტომ არ არის გამართლებული უხეშად ჩარევა და ბავშვის „გადაკეთება“, არამოსაწონი თვისებების გამოსასწორების დაჟინებული მცდელობა. ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს, რომელზეც თავისი ბუნებრივი თვისებებით „შეიარაღებულმა“ უნდა იბრძოლოს.

წყარო: „mshoblebi.ge“

სხვა ამბები

შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა – ვინ არიან უნივერსიტეტის ახალი მფლობელები?
საზოგადოება

შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა – ვინ არიან უნივერსიტეტის ახალი მფლობელები?

October 3, 2023
“პროკურატურის “შეკერილი” საქმე და “გაშავების” მორიგი მსხვერპლი” – რას პასუხობს თეა გოდოლაძე მის ძალადობაში ბრალდებასთან დაკავშირებით
საზოგადოება

„მიწის რხევა რომ გამოიწვიო, 2 მილიონი კგ უნდა ააფეთქო“ – რას წერს თეა გოდოლაძე

October 3, 2023
რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურძენმა?
საზოგადოება

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურძენმა?

October 3, 2023
“მთხოვენ, რომ რაც შევულოცე, დაუყოვნებლივ გამოვულოცო, წარმოგიდგნიათ?” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე
საზოგადოება

„ვიცოდი, რომ მე უფრო მიყვარდა ალასანია…“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

October 3, 2023
თბილისში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
საზოგადოება

თბილისში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

October 3, 2023
🎥 „როდესაც დაკარგული ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, ძნელია, რამეზე იფიქრო!..“ – გაიცანით მაშველი ვარაზი წოწონავა
საზოგადოება

🎥 „როდესაც დაკარგული ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, ძნელია, რამეზე იფიქრო!..“ – გაიცანით მაშველი ვარაზი წოწონავა

October 3, 2023
Next Post
გული მიგრძნობს, თბილისში დამიბარებს და ბინას გადმომცემს – რას წერს დათო ლიკლიკაძე

"რა უიღბლოა ზიგმუნდ ფროიდი, საქართველოში რომ არ დაიბადა და ძირითადად ავსტრიელებს აკვირდებოდა" - რას წერს დათო ლიკლიკაძე

თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს

თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს

პოპულარული

„ძალიან ვამაყობ შენით, ჩემო სიცოცხლე“ – ვისზე წერს სოფო ნიჟარაძე

ვინ არის მამაკაცი, ვისთან ერთადაც სოფო ნიჟარაძე ყაზბეგში ატარებს დროს

July 10, 2023
საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

July 6, 2023
“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

“გასკდა ამბავი” – რა კადრებს ავრცელებს ია ფარულავა

July 15, 2023
„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

„ლელას დავშორდი, აღარ დამირეკოთ“ – კახი მამულაშვილი

August 31, 2023
ტემპერატურა +39 გრადუსამდე მოიმატებს – 27 ივლისის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს – ნახეთ, როდის აგრილდება საქართველოში

August 16, 2023

MIX

გასართობ შემეცნებითი პორტალი Mix.Metronome.Ge

Follow us

ბოლო ამბები

  • შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა – ვინ არიან უნივერსიტეტის ახალი მფლობელები?
  • „მიწის რხევა რომ გამოიწვიო, 2 მილიონი კგ უნდა ააფეთქო“ – რას წერს თეა გოდოლაძე
  • რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ყურძენმა?
  • „ვიცოდი, რომ მე უფრო მიყვარდა ალასანია…“ – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2023 Mix.Metronome.Ge