ბათუმში, სასტუმრო „ორბი სითის“ შენობის 26-ე სართულიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი გადმოვარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან.