ჟურნალისტი, ეკა ხოფერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ „რადიოთავისუფლებას” თავად განუცხადა. მისი თქმით შეთავაზება, ავტონომიის მთავრობის მეთაურისგან, რუსლან აბაშიძისგან მიიღო.
„ვფიქრობ, რომ ამ შემოთავაზების წინაპირობა იყო პროექტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დაიწყო , სახელწოდებით „მე აფხაზეთისთვის ვარ”.
ვეძებდით ახალ სახეებს, მათ შესახებ ვწერდით. მალე რუსლან აბაშიძემ მიიღო გადაწყვეტილება შემოეთავაზებინა ეს თანამდებობა”,- აღნიშნა ხოფერიამ.