USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ბრიტანელი ექსპერტები. გამოიკითხნენ სასოფლო–სამეურნეო სექტორის (მეხილეობა–მებოსტნეობა) წარმომადგენლები და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.
მიზანშეწონილობის კვლევამ ცხადყო, რომ მეხილეობა – მებაღეობის სექტორის წარმომადგენლებს ესაჭიროებათ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება სოფლის მეურნეობის ნარჩენების მართვის სისტემის (AWMS) ძირითადი ელემენტების შესახებ, რაც დაეხმარება მათ სასოფლო–სამეურნეო წარმოების სრული ციკლი სგანმავლობაში (წარმოებიდან მოხმარებამდე) განახორციელონ წარმოებასთან დაკავშირებული ყველა სახის ნარჩენის მონიტორინგი, კონტროლი და მართვა, რათა უზრუნველყონ გარემოს დაბინძურების შემცირებისა და ენერგორესურსების მოხმარების ოპტიმიზაციის პირობებში, წარმოების ხარისხის შენარჩუნება ან გაუმჯობესება.
ვინაიდან სექტორში გამოიკვეთა დაბალი ცნობიერება სასოფლო–სამეურნეო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ერთ–ერთ რეკომენდაციად განისაზღვრა სწორედ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელება.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიე რინიცირებული პროექტი მოიცავს სასოფლო–სამეურნეო ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების კამპანიას, რომელიც გამიზნულია მებაღეობა–მებოსტნეობის სექტორში ჩართული სასოფლო–სამეურნეო საწარმოებისთვის (პირველადი მწარმოებლები, კონსოლიდატორები, სამაცივრემეურნეობები, გადამამუშავებლები, საცალო მოვაჭრეებიდა ა.შ.).
„მეტრონომთან“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გარემოს დაცვის მენეჯერმა ნინო ინასარიძემ ისაუბრა, რომელმაც კომენტარი პროექტის შესახებ და სამომავლო გეგმებზე გააკეთა:
„პროექტის ამოცანა და მიზანი იყო ყველა დაინტერესებულ მხარის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის მიმართულებით. კერძოდ, საუბარია მეხილეობა–მებოსტნეობის სექტორზე. ამ პროექტმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი საწარმოების როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. მის ფარგლებში გამოიკვეთა აუცილებელი საჭიროება , რომ იყოს შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა ამ მიმართულებით სხვადასხვა მეწარმეებისთვის. პერსპექტივა არის ძალიან დიდი. მეხილეობა–მებოსტნეობაში წარმოშობილი ნარჩენები პირდაპირ კავშირშია ე.წ“მწვანე შეთანხმებასთან” და ქვეყნის კლიმატის ცვლილებების შერბილების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან. პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თელავში, ზუგდიდსა და თბილისში. შეხვედრებს ესწრებოდნენ არამხოლოდ მეწარმეები, არამედ დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც. შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა ერთობლი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივები და პოტენციალი”
აგრარული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
- ცირკულარული ეკონომიკის კონცეფცია და ნარჩენებისმართვის/დამუშავების იერარქია. სასოფლო–სამეურნეო ნარჩენები და სამრეწველო ნარჩენები (პლასტიკი, მინა, სხვა ნარჩენები) რომლებიც წარმოიქმნება სხვადასხვა საწარმოო პროცესების შედეგად (მათშორის პირველადი მწარმოებლების საქმიანობიდან, სამაცივრე მეურნეობების, სათბურების, ხილ–ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოებისადა საცალო მაღაზიების საქმიანობიდან, და ა.შ.) დამყარი ნარჩენები.
- არაორგანული მასალების მართვის გაუმჯობესება ხელახალი გამოყენების, რეციკლირების და ენერგიის აღდგენის მიდგომების მეშვეობით.
- სასოფლო–სამეურნეო ნარჩენების მართვის ეკონომიკა.
- საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკები, ინოვაციური ტექნოლოგიები და მიდგომები სასოფლო–სამეურნეო ნარჩენების მართვაში.
- სოფლის მეურნეობის ნარჩენები, როგორც გარემოსდაცვითი პრობლემა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით.
- ქვეყნის ვალდებულებები და სახელმწიფო სამოქმედოგეგმა – ინფორმაციის გაზიარება სოფლის მეურნეობის სექტორის ძირითად ტექნიკურ სფეროებში ქვეყნის ვალდებულებებისა და გეგმების შესახებ კერძო სექტორისთვის.
- სასოფლო–სამეურნეო ნარჩენების არასწორად განთავსება იწვევს არა მხოლოდ გარემოს დაბინძურებას, არამედ ღირებული ბიომასის/ენერგეტიკული რესურსების დაკარგვას. გარდა ამისა, სამრეწველო ნარჩენებმა(პლასტმასი, მინა, სხვა სახის ნარჩენები), რომლებიც წარმოიქმნება სხვადასხვა სახის გადამამუშავებელი საქმიანობის დროს, მათ შორის, იმ პირველადი მწარმოებლების, სამაცივრე მეურნეობების, სათბურების, წვენებისა და კონსერვირებული ხილის მწარმოებლებისა და საცალო მაღაზიების საქმიანობის შედეგად, რომლებიც ნედლი ხილისა და ბოსტნეულის სეგმენტში ფუნქციონირებენ.
ზუგდიდი
თელავი
შემაჯამებელი შეხვედრა