„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სემეკთან აქცია გამართა და საქართველოში დენის ტარიფის ზრდა გააპროტესტა.
ნათელაშვილის თქმით, თავმოყვარე საზოგადოება დენის ტარიფის ზრდას არ მოითმენდა, თუმცა ტელევიზორის წინ, ტახტზე მოთავსებული საზოგადოება, რომელიც მის მიერ არჩეული მთავრობის გადაყენებას დაელოდება მესამე ძალის მიერ და თავად არ იმოქმედებს, დარჩება უმაქნისად და მონად.
„ხალხის ბრალია, რადგან მთავრობას გონია, რომ ყველაფერი შერჩება, რომ ხალხს ყველაფერი დაავიწყდება, რომ მერე გაიყიდებიან თანამდებობაზე, ხახვზე, ფულზე, კარტოფილზე, ეშმაკის ვერცხლზე.
სანამ ეშმაკს არ განვდევნით ჩვენგან, ყოველთვის მოვლენ ივანიშვილები, ყოველთვის მოვლენ გახარიები, ყოველთვის მოვლენ ის ბაბაჯანები და ჯოჯოები, როლებმაც დღეს კომისიასთან მოგვიყვანა და რომლებმაც სამ თეთრიანი დენი გაგვიხადა 35 თეთრი, ანუ 12-ჯერ, 13-ჯერ გააძვირა, ამას ვერანაირი თავმოყვარე საზოგადოება ვერ მოითმენდა.
სანამ ჩვენ ვიჯდებით სახლში ტელევიზორთან, ტახტზე წამოკოტრიალებული და დაველოდებით როდის მოხდება რევოლუცია და როდის დაამხობს ვინმე თქვენს მიერ არჩეულ მარაზმ ხელისუფლებას, მანამდე იქნებით მონაზე უარეს მდგომარეობაში. სანამ არ დაანებებთ თავს ჩემი ხელფასისა და სახლზე აგურების თვლას თქვენგან არაფერი არ გამოვა და თქვენ იქნებით მონები”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.