შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის ნიკოლოზ ჩალაძის ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“🎗შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა. 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ, თავისივე ნაჩუქარი ჯვრით ამოიცნო .
▪️ნიკოლოზს დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ხუთი წლის დემეტრეს ახლაც ჰგონია, რომ მამა სამსახურშია და ელოდება…
▪️ წლინახევრის დათუჩას აქვს დაუნის ტრისომალური ფორმა, მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ. ნიკოლოზს მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში.
🎗🙏 შოვის ტრაგედიამ უამრავი ადამიანი გააერთიანა, სოლიდარობის არაერთი მაგალითი ვიხილეთ.
ახლაც, ამ ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, გავერთიანდეთ ნიკოლოზის ოჯახის მხარდასაჭერად, თქვენს მიერ გაღებულ თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი.
📍 ლიბერთი ბანკი
ანგარიშის ნომერი #GE72LB0711182522606000
მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე)
#შოვისტრაგედია