Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

როგორ გამოიყურება სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით შუაგულ თბილისში

December 29, 2020
როგორ გამოიყურება სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით შუაგულ თბილისში

სალომე გოგიაშვილი მეუღლესთან – ვახო ნიკოლაიშვილთან და ოთხ შვილთან ერთად ვაკეში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. კეთილმოწყობილი ეზო, აუზი, კინოთეატრი, ულამაზესი ხედები – ისაა, რაც ერთი თვალის შევლებითაც კი იქცევს ყურადღებას. ინტერიერსა და სახლის განლაგება-მოწყობაზე სალომე თავად გვესაუბრა და კარგი გიდობაც გაგვიწია.

– უკვე 10 წელია, ამ სახლში ვცხოვრობთ. აშენების პროცესში მე არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან მაშინ ვახოს ცოლი არ ვიყავი. თუმცა ჩემი გემოვნებით შეირჩა ფერები. უპირატესობას ღია, ნათელ ტონებს ვანიჭებ, მართალია, მუქი ფერები მოდაშია, მაგრამ მე ძალიან მღლის და არ მაყენებს კარგ ხასიათ

კარგ ხასიათზე, შესაბამისად, ინტერიერი უფრო ღია ტონალობაშია გადაწყვეტილი. რადგანაც ძალიან სულსწრაფი ვარ ყველაფერში და არ შემიძლია ლოდინი, სასწრაფოდ შევარჩიეთ ავეჯი, მერე რაღაცები აღარ მოგვეწონა და გამოცვლა მოგვიწია. ამიტომაც სულ კამათია იმაზე, რომ ჯობს დაველოდოთ და ჩამოვიდეს ის, რაც გვინდა, ვიდრე აქ ვიყიდოთ. მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ ხოლმე და ხანდახან გაუთვალისწინებლად გვიხდება რაღაცების შეცვლა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, რადგან ერთი და იგივეს ყურება მთელი ცხოვრება მოსაბეზრებელია. მაგრამ ჩვენი სახლი ძალიან დიდია და მარტივი ცვლილებებიც კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თანაც მირჩევნია, ფინანსები უფრო სწავლა-განათლებას მოხმარდეს, ვიდრე უბრალოდ მობეზრებული ნივთი შევცვალო. თუ ფუჭდება და გამოსაცვლელია, ეს სხვა საქმეა.

სახლი სამსართულიანია. პირველ სართულზე აუზი, ბავშვების სათამაშო კუთხე და კინოთეატრია განთავსებული, მეორე სართულზე – დიდი მისაღები და სამზარეულო, მესამეზე კი – საძინებლები და კაბინეტი. სართულები ერთმანეთს დიდი მრგვალი კიბით უკავშირდება.

– ვერ ვიტყვი, რომ სახლი კლასიკურ სტილშია მოწყობილი. არ მიყვარს ანტიკვარიატი, შეიძლება ასაკთან ერთად დავიწყო მისი სიდიადის აღქმა, მაგრამ ახლა არ მიზიდავს. დედაჩემი გიჟდება ასეთ ნივთებზე და სულ მეუბნება, შენ ვერ ხვდები ამის ფასსო. მამძიმებს და არ მიყვარს სხვისი გამონაცვალი ნივთი, მძიმე აურა აქვს, ამიტომ მირჩევნია, ვიყიდო რამე მარტივი, რომელსაც დაუნანებლად შევცვლი, როცა მომბეზრდება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი სახლი არც კლასიკურ სტილშია და არც სრულიად თანამედროვეა, უფრო ამ ორი სტილის მიქსია.

დიდ მისაღებში როიალს ერთი კუთხე უკავია, ოთახის შუა ნაწილში ბუხარია, რომელსაც თურმე თითქმის არასდროს იყენებენ. მესამე სივრცეში კი რბილი სამეული დგას ტელევიზორთან ერთად. კედლებზე სხვადასხვა ავტორის ნამუშევრებია წარმოდგენილი.

სრულად:

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა
  • „ყველაზე სისხლიანი თავდასხმა კიევზე“ – რუსეთმა უკრაინისკენ 440 დრონი და 32 რაკეტა გაუშვა
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge