სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი, ქვეყნის მასშტაბით, 3,5 თეთრით გაიზარდება. „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:
პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;
მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.
მოსახლეობასთან ერთად, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით 2021 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც იზრდება. სამომხმარებლო ტარიფი ამ შემთხვევაშიც 3.5 თეთრით გაიზრდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით) ასეთი იქნება:
პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;
მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი – ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი – ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.
რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ამ შემთხვევაში ტარიფი საშუალოდ, 11 თეთრით გაიზარდა.
ინფორმაციისთვის, დედაქალაქსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.