ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტში – სენაკი-ხობის ცენტრალურ მაგისტრალზე “ტოიოტას” მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ავტომობილში მჯდომი 2 პირი დაშავდა. ისინი სხვადასხვა მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში იმყოფებოდა მცირეწლოვანიც, თუმცა ის არ დაშავებულა.
შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.
