ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შოვში დაკარგული სალომე ხეთაგურის ცხედარი პროზექტურაში მამამ ამოიცნო. მეგობრები ოპტიმიზმს არ კარგავდნენ და მის ცოცხლად პოვნას ბევრი დღის განმავლობაში ელოდნენ.
ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში ცხედრის ამოცნობამდე უმძიმეს პოსტს ავრცელებს:
“სულგეუბნებოდი ჩემი მზეცხარ, მთვარეც და ვარსკვლავებიცთქო…და ახლა მართლა ცაში უნდა გეძებო? არაა!!!! ასე უბრალოდ ვერ დაგვტოვებდი, მე მჯერა შენი და გელოდები” – წერია პოსტში. ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კი სალომეს ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
