თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს უკვე მეოთხე თვეა, ხელფასი არ აუღიათ. ამ მიზეზით, მშენებარე ობიექტიდან 50-მდე დასაქმებული წავიდა.
“გააგრძელე მუშაობა, საბავშვო ბაღი რომ დამთავრდება, ფულს ეგრევე მოგცემო. […] ყოველ თვის ბოლოში, 5-დან 10 რიცხვამდე, იქნება ხელში ფული, ბარათზე არა. ეს იყო სიტყვა, 70 დღეა აქ ვარ უკვე, 200 ლარზე მეტი მე არ მინახავს” – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.
წყარო – “მთავარი არხი”