სიონის ტბაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო.
მოზარდის ცხედარი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს.
ტრაგედია სიონის ტბაზე დღეს, დაახლოებით, 18:00 საათზე დატრიალდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი ტბის საშიშ ზონაში მოხვდა და ჩავარდა. მოქალაქეები დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს.