Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაფრთხილება მშობლებს- ამ დროს ბავშვები გარეთ არ გაიყვანოთ

August 15, 2023
გაფრთხილება მშობლებს- ამ დროს ბავშვები გარეთ არ გაიყვანოთ

თემურ მიქელაძე, პედიატრი: – მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით მოქმედებს რისკჯგუფის მქონე პაციენტებზე. რისკჯგუფის პაციენტებში შედიან ბავშვები, განსაკუთრებით 0-დან 1 წლამდე და სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის მქონე მოზრდილები.

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით შეიძლება დაიწყოს სუნთქვის გახშირება. შედეგად შესაძლოა თავი იჩინოს როგორც გულ-სისხლძარღვთა, ისე სასუნთქი სისტემების უკმარისობამ. ამიტომ ასეთი პაციენტები მეთვალყურეობასა და დროულ ჩარევას საჭიროებენ.

ცალკე შეგვიძლია განვიხილოთ უშუალოდ გარემოს მაღალი ტემპერატურით განვითარებული პათოლოგიები, ან უშუალოდ გარემოს მაღალ ტემპერატურაზე არსებული კვებითი ტოქსიკოინფექციები. ზაფხულობით ხშირია როგორც ნაწლავთა ვირუსული, ისე ბაქტერიული ინფექციებიც. ასეთ დროს მაქსიმალურად უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენური ნორმები. სასურველია ბავშვები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი, წავიყვანოთ მთის და არა ზღვის კურორტებზე, რადგან იქ შედარებით დაბალი ტემპერატურაა. 11-დან 5 საათამდე შუალედში უმჯობესია ბავშვები გარეთ არ გავიყვანოთ. სიცხეების მიუხედავად, უამრავი ბავშვი ვერ გადის ქალაქიდან. ქალაქში ხართ თუ კურორტზე, ყველგან მოიძებნება მეტ-ნაკლებად რეკრეაციული ზონები ყოველდღიურად სასეირნოდ. კიდევ ერთი – როდესაც ბავშვები საღამოს გაგვყავს, უნდა მოვარიდოთ წყალსატევებს, რადგან შეიძლება მწერის ნაკბენებმა გამოიწვიონ გადამტანი დაავადებებით მიმდინარე ინფექციები, როგორიცაა, მაგალითად, ლეიშმანიოზი, ტკიპის ნაკბენი და ა.შ. რაც შეეხება ჩაცმას, ჩააცვით ბუნებრივი ქსოვილის თეთრი ან ღია ფერის სამოსი.

– ყველაზე ცხელ საათებში როგორ ვიქცევით?

– მთავარია, ბავშვი დავტვირთოთ სითხით. თუ რეკომენდებულია, რომ კონკრეტულ ასაკში ბავშვმა მიიღოს 1 ლიტრი სითხე, მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება ლიტრ-ნახევარი შევთავაზოთ. სასურველია მსუბუქად კვება, ცილების შედარებით შეზღუდვა. როდესაც ტემპერატურა 35 ან მეტი გრადუსია, ბავშვებს სპორტული აქტივობები შეუზღუდეთ, რათა არ მივიღოთ დეჰიდრატაცია ან სითბური დარტყმა.

– ამ დროს უმადობას უჩივიან…

– ნუ დავაძალებთ საკვებს, მთავარია სითხე, შესთავაზეთ ცოტ-ცოტა და ხშირად სეზონური ხილი ან ბოსტნეული. თუ გვაქვს კონდიციონერი, ჩართეთ. თანამედროვე კონდიციონერები არ გამოყოფენ ისეთ მავნე ნივთიერებებს, რომელთაც მათზე შეიძლება დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს. თუ არა გვაქვს კონდიციონერები, დარაბებს ვკეტავთ და ოთახს ვჩრდილავთ მუქი ფერის ფარდებით. ხშირად მეკითხებიან, უნდა გამოვიყენოთ თუ არა ვენტილატორი. თუ ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არ არის სასურველი მისი გამოყენება. დილა-შუადღეს-საღამოს სველი წესით დაამუშავეთ იატაკი და ავეჯის ზედაპირები, რომ შინ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ტენიანობა.

– თუ მაინც მივიღეთ მზის დარტყმა, როგორ ვიქცევით?

– მზის დარტყმის შედეგად სხეულის ტემპერატურა მაღალია, უკონტროლო, ზოგჯერ სიცხის დამწევი საშუალებები არ მოქმედებს. ასეთ დროს პაციენტი უკონტაქტოა, დეზორიენტირებული. ზოგ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურის დროსაც კი ხელები, კიდურები ცივი აქვთ ხოლმე. ამიტომ უნდა დავუთბოთ. პლუს მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მაგისტრალურ სისხლძარღვებზე, კისრის, ბარძაყის შიდა ზედაპირებზე, სველი პირსახოცი ან მასში გახვეული ყინული დავადოთ, რათა შევძლოთ ტემპერატურის დაწევა. თუ პაციენტი გონზეა, უნდა მივცეთ სითხე, ნელ-ნელა ყლუპ-ყლუპით, თუ არა, უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში.

წყარო: კვირისპალიტრა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge