2023 წლის ოთხი სუპერმთვარეობიდან, ორი აგვისტოშია.
პირველი სუპერმთვარე ამაღამ, 1-ელ აგვისტოს გამოჩნდა, მთვარის დისკო დაახლოებით 7,1 პროცენტით დიდი და თითქმის 15,6 პროცენტით უფრო კაშკაშა იყო ვიდრე საშუალო სავსე მთვარე.
მეორე სუპერმთვარე 31 აგვისტოს დადგება და წინაზე 0,1 პროცენტით უფრო დიდი და კაშკაშა იქნება.
არცერთ მათგანს ლურჯი შეფერილობა არ ექნება და უფრო ნარინჯისფერი შესახედაობის იქნება.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ აგვისტოში მთვარე დედამიწის ჰორიზონტთან შედარებით ახლოს მოჩანს. მზის ჩასვლის მსგავსად, ამ ადგილას სინათლის უფრო მოკლე ტალღის სიგრძეები, მაგალითად ლურჯი, შემცირებულია, რადგან ისინი ატმოსფეროში იფანტება და რჩება უფრო გრძელი ტალღის სიგრძეები, მაგალითად, წითელი და ნარინჯისფერი.
ბოლოს ასეთი ლურჯი სუპერმთვარე ცაზე ხუთი წლის წინ ჩანდა, 2018 წელს; მაშინ მთვარე ჩვეულებრივზე წითელი იყო.
ტექნიკურად ამას „სუპერ ლურჯ სისხლისფერ მთვარეს“ უწოდებენ, რადგან ის არა მხოლოდ თვის მეორე სუპერმთვარე იყო, არამედ სრული დაბნელებისას მოხდა, როდესაც დედამიწის ჩრდილმა თავისი ბუნებრივი თანამგზავრი სრულად დაფარა.
შემდეგი ასეთი მოვლენა 2037 წლის იანვარში მოხდება.
