ნიკო კვარაცხელიას ფონდი შოვის ტრაგედიის შედეგად, უდედოდ დარჩენილ ლუსის დაეხმარება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ზამბახიძე წერს.
“აგერ ნიკოს დაბადების დღეც დგება , მის გარეშე მეორედ აღვნიშნავთ ამ დღეს😭 ბრჭყვიალა სიცოცხლით სავსე ბიჭის უსიცოცხლო დაბადების დღეს! არაფერი დარჩენია ოჯახს და ჩვენ, ოჯახის ახლობლებს მისი სახელით გავაკეთოთ ის, რასაც იგი აკეთებდა და გეგმავდა, რომ გაეკეთებინა. ნიკოს ფონდი ეხმარება ბათუმის ტრაგედიის, მამების ამარა დარჩენილი ბავშვებს. გახდი გმირის საშუალებით ახდენს სამი ბავშვის განათლების უზრუნველყოფას, დაწესებულია ნიკოს სახელობის ჯილდო. ახლა შოვის ტრაგედიით უდედოდ დარჩენილ ლუსის დახმარება, თუმცა არც ახალგაზრდები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით უნდათ განვითარება, არ იქნებიან უყურადღებოდ, მათთვის Hack Days Georgia 2023 გაიმართება. ეს არასრული სიაა იმისა, რასაც ნიკო აკეთებს ❤️ გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ბიჭო სადაც ხარ” – ნათქვამია პოსტში.