ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი თურქული სერიალი, სადაც მთავარ როლს ქართველი მოცეკვავე და მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თამაშობს, მისმა პარტნიორმა ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანმა დატოვა.
საუბარია სერიალზე სახელად Emanet საიდანაც მთავარი როლის შემსრულბლის წასვლას მის ფანებს გული ძალიან დასწყვიტა. სერიალიდან მთავარი გმირის წასვლამ თაყვანისმცემლებს გული ძალიან დასწყვიტა.
ეს სერიალი ნანა სტამბოლიშვილის გამო საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
სერიალ Emanet-ის წამყვანი მსახიობი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი პროექტს დაემშვიდობა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ჯეიჰანს სერიალ “დაკარგულ ქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკ ჯელილაი შეცვლის.
ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი ბირსენ ალთუნთაში ავრცელებს.
ნიკ ჯელილაი ალბანური წარმოშობის მსახიობი გახლავთ. დაიბადა 1983 წლის 5 მარტს. მოპოვებული აქვს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო მოსკოვის 32-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, პრიშტინას საერთაშორისო კინოფესტივალზე და ოქროს ფორთოხლის 47-ე კინოფესტივალზე ფილმში “ალბანელი” შესრულებული როლისთვის.
წყარო: ambebi.ge