“პალიტრა ნიუსის” წამყვანი, ჟურნალისტი ნინი ბასილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
,,მშობელმა ეს ბავშვი ხომ დაკარგა? იმ მშობელმა, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ ხელი შეუწყო იმ ორგიის, იმ საშინელი, ღვთის გმობის გამართვას, რაც იქ ხდებოდა 1 წლის წინ.
უფალმა დაგვანახა, რომ მარტო ის კი არ დაისჯება, ვინც ცოდვას სჩადის. არამედ, ისიც, ვინც ამას ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს. თუნდაც იმით, რომ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს”. – ასე გამოეხმაურა შოვის ტრაგედიას დეკანოზად წოდებული ვინმე დავით ისაკაძე.
აი, როგორი ღრძო, გესლიანი და გველი უნდა უნდა იყოს ადამიანი, რომ ბავშვების ცხედრების მომლოდინე მშობლებზე თქვას ,,დაისაჯა”.
მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, ეს ბოღმის ტიკინა ,,დეკანოზი” რას იტყვის, ტრაგედია ისაა, რომ მას და მისნაირებს მიმდევრები და დამცველები ჰყავთ. რომლებიც მზად არიან თვალები ამოუღონ ადამიანს, თუ კი მათნაირი ბნელი არ არის. ჰო, ისე, მაგ დროს სად ქრება ხოლმე ეგ თქვენი ფასადური ,,შემწყნარებლობა”
არ ვბრაზობ, მხოლოდ მებრალებით და გული მერევა თქვენაირ კრავის ტყავში გახვეულ ტურებზე.
აქვე დავძენ, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი და მართლაც მორწმუნე სასულიერო პირებიც არსებობენ, რომლებსაც ერთი შეხედვითაც ეტყობათ, რომ საპატრიარქოს მოოქროვილი კედლები ნანახი არ აქვთ, არც დაცვა დაჰყვებათ და არც 2023 წელს გამოშვებული მანქანებისგან შემდგარი ავტოპარკისკენ არ გაურბით თვალი. და როცა ავად ხდებიან, არც ევროპებში გარბიან. ხომ თავად გაიძახით, ღმერთის ნებაა ყველაფერიო. ჰოდა, ღმერთი, გერმანიის კლინიკაში სხვანაირად გმფარველობთ?
კი, ღმერთი მართლა არსებობს და როცა დრო მოვა, პირველ რიგში სწორედ თქვენ ,,მოგხედავთ”, ბავშვების სიკვდილს რომ ,,დასჯას” უწოდებთ