ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ყველაფერი ჯერ წინ არის.
როგორც ფაუჩიმ CNN-თან საუბრისას განაცხადა, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ შესაძლოა ახალი ტალღა დაიწყოს:
„ჩვენ შესაძლებელია, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, პოსტ-სეზონური ახალი ტალღა ვიხილოთ“, – ამბობს ის.
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოგზაურობებითა და დღესასწაულის პერიოდში შეკრებებით გამოწვეული, პოსტ-სეზონური ტალღის გამო, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემამ მძიმე ზეწოლა განიცადოს, რაც კრიტიკულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს