შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საზზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
რეკომენდაციები ტყის ხანძრების პრევენციისთვის:
• ნუ დაწვავთ ნარჩენებს, მცენარეებს ან სხვა მასალებს ტყეში
• ნუ გადააგდებთ ანთებულ სიგარეტს ტყეში
• ნუ დაანთებთ ცეცხლს ტყეში, გამხმარი მცენარეებით მოფენილ ნიადაგზე
• თვითაალების საშიშროებიდან გამომდინარე, მოერიდეთ ტყეში ან მის სიახლოვეს ნარჩენების დაყრას
• ყურადღება მიაქციეთ ტყის მიმდებარედ ამკრძალავ ნიშნებს
დაიცავი ტყეში ქცევის წესები, გაუფრთხილდი გარემოს.
