სტიქიას გადარჩენილი ადგილობრივები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რასაც მოსახლეობა სეისმურად საშიშ ზონაში წლებია ელოდებოდა.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ წინასწარი გაფრთხილების სისტემის არსებობის შემთხვევაში, მსხვერპლის რაოდენობის შემცირება შესაძლებელი იქნებოდა.
2012 წელს მაგ მყინვარ ბუბაზე ნაპრალი უკვე გაჩენილი იყო და რაღაც რომ მოხდებოდა როდისღაც, ფაქტია, დღეს, რომ მოხდა. შეიძლებოდა თავიდან არიდება. ძნელია ამის თქმა, რამ გამოიწვია, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, ამ სტიქიაში მოყოლილი ძნელია, ვინმე გადარჩენილიყო. ისეთი ტალღით წამოვიდა, 12-10 წუთი უნდა, რომ მოხდეს. სიგნალები აქამდე უნდა ყოფილიყო დაყენებული,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გადაუღებლად თოვდა 12 დღე მთელი ზამთარი, გადაუღებლად, მოწყდა სავარაუდოდ და გამოიწვია იმან. შემოწმებები თუ იქნება და გაფრთხილება, სხვა ვერაფრით დააზღვევ,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ისეთი ადგილებია, რომ ერთდება ბუბის მთა და თბილისას მწვერვალი და გადმოცემით ვიცით, რომ მოწყდა თბილისა, წამოიღო იქიდან, შეიერთა და იმ ადგილას არის ეს კურორტი, სადაც ეს უბედურება მოხდა,” – ამბობს “პირველებთან” ერთ-ერთი ადგილობრივი.
