„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტიც. აღნიშნულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზაცია მიმდინარეობს, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოოთ.დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.





ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.










