მსახიობი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
“ეს ბოლო დღეებია ყველაფერი გაუფასურდა, უფერული გახდა, უაზრო.
თითქოს ღმერთმა და სამყარომ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რა არის მართლა მნიშვნელოვანი და აუცილებელი იმისთვის რომ როგორც ადამიანები შევდგეთ ამ ცხოვრებაში.
ფული? კარიერა? წარმატება? კარგი ნიშნები უნივერსიტეტში? დაწინაურება სამსახურში? კარგი ტანსაცმელი? პირველ ადგილზე გასვლა? ინსტაგრამზე ბევრი მოწონება? თუ მაინც რა?
აი ასეთი დღეების შემდეგ კი უფრო ნათელი ხდება რომ ეს ყველაფერი შეიძლება – აი ამ წამსაც კი დასრულდეს, გაქრეს .. ისე თითქოს არც არსებობდა.
მეტი სიყვარული სიყვარული მეგობრებო!!!
ოღონდ ხვალ არა! ოღონდ არ შევიმჩნევ არა! ოღონდ მიყვარს მაგრამ პირველი არ ვეტყვი არა!
უთხარი რომ გიყვარს, გენატრება, ჩაეხუტე,სიკეთე გაააკეთე, დაეხმარე, გაეცი, მოუსმინე, მოეფერე, აკოცე!
ყველაფერი გენიალური ხომ ძაალიან მარტივია სინამდვილეში.
ოღონდ გახსოვდეს რომ “ხვალ” შეიძლება არ იყოს. დღეს , დღეს , დღეს შემოუშვი შენში ღმერთი და სიყვარული …. და ყველაფერი კარგად იქნება.”
