აჭარაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპული 27 წლის მიშიკო აბაშიძეა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ის ბეშუმში, კვადროციკლით გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.
,,სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია. სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული მტკივა, სული მეწვის! იმდენად დიდი ტრაგედია მოხდა, რომ დავმუნჯდი მე… სული მაქვს დამძიმებული… უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი! ტრაგედია, რომელსაც სახელი არ ააქვს… ეს რა ცრემლ-ცეცხლი ტრიალებს, ენა ვერ აღწერს…” – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.