ტრაგედია შოვში – გეოლოგი ლაშა სუხიშვილი “ტვ პირველთან” პირდაპირ ამბობს, რომ სწორი ინსტრუქტაჟის შემთხვევაში, მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადასვლა 4 წუთში შეეძლო.
ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით ბევრი აქვს სასწავლი.
ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში სპეციალური გადამზადების მქონე დარგის პროფესიონალები არ არიან, შესაბამისად მოსახლეობა სტიქიასთან მარტო დარჩა.
შოვი არ არის დიდი დასახლება, საკმაოდ პატარა ფართობზეა გაშენებული და 8-10 წუთში თავისუფლად შეუძლია ადამიანს, თუ ის პანიკაში არ ჩავარდება და ზუსტად იცის, როგორ მოიქცეს, მშვიდი სიარულით მივიდეს უსაფრთხო ზონამდე, მაგრამ ეს თვითონ არ უნდა განსაზღვროს. აქვე, ეს თვითონ არ უნდა განსაზღვროს.
ყველაზე შორი წერტილიდან შოვის, 4-5 წუთის განმავლობაში შეუძლია მას უსაფრთხო შეკრების ადგილზე მისასვლელად. ეს დრო მაშინ არ იქნება საკმარისი, თუ ადამიანმა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს. იქნება დაბნევის, პანიკის მომენტი” – განაცხადა გეილოგმა.
ცნობისთვის, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში წერია, რომ “სტიქია მყისიერად განვითარდა, მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო, მიწის ჩამოშლა კი კომპლექსური სტიქიური მოვლენების გამო მოხდა”.
ამ დოკუმენტის მიხედვითაც კი მოსახლეობას 8-10 წუთი ჰქონდა ტრაგედიის ეპიცენტრის დასატოვებლად. ირკვევა, რომ შოვში, უბრალოდ გამაფრთხილებელი სისტემა არ არსებობდა, რომელიც განგაშის სიგნალს დროულად ჩართავდა.
წყარო: tvpirveli.ge