Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“იმ მომენტში დამსვენებლები, ბავვშვები თავიანთი ძიძებით, ბებიებით და დედებით სადილობდნენ და მაგიტომ გადარჩნენ“ – რას ყვება „სანსეტ შოვის“ ერთ-ერთი დამსვენებელი

August 7, 2023
“იმ მომენტში დამსვენებლები, ბავვშვები თავიანთი ძიძებით, ბებიებით და დედებით სადილობდნენ და მაგიტომ გადარჩნენ“ – რას ყვება „სანსეტ შოვის“ ერთ-ერთი დამსვენებელი

სასტუმრო სანსეტ შოვის დამსვენებელი, ანა ტატიშვილი, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა, ფორმულასთან 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.

ტატიშვილი ამბობს, რომ სანსეტ შოვში დამსვენებლების დიდი ნაწილი, მათ შორის ბავშვები სტიქიას მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ შენობის სასადილო ზონაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სტიქია დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

“სადღაც 15:05-ზე, ჩემმა ბიძაშვილმა გიორგიმ, დამიყვირა: “ანა, ჩქარა – რაღაც ხმა არის და გამოდი აქეთ-ო. რომ მოვტრიალდი, დაახლოებით 15 მეტრის სიშორეზე, პირდაპირ მთა ინგრეოდა. 15 ვერტმფრენი ერთად რომ შეკრიბო ისეთი ხმა იყო. რაც კი ძალა მქონდა გავიქეცი ჩემი ბიძაშვილისკენ, სადაც სასადილო იყო სასტუმროში. იქ შევვარდი. იქაც შემოდიოდა ეს მიწა. ყველაფერი ინგრეოდა. იქიდან გადავძვერით, მინდორივით იყო სასტუმროს წინ.

სადილის დრო იყო და იმ მომენტში დამსვენებლები, ბავშვები თავიანთი ძიძებით, ბებიებით და დედებით სადილობდნენ და მაგიტომ გადარჩნენ, თორემ ნახევარი საათით ადრე ყველა გარეთ იყო. ეს გრძელდებოდა 15 წუთი. რომ შეწყდა ყველაფერი, დაახლოებით 5-10 წუთში მაინც ბიძგები იყო და ყველანი პანიკაში ვიყავით. საშინელება იყო. მე პირადად არ მეგონა რომ გადავრჩებოდით. ვფიქრობდი – ეგრევე მოვკვდები თუ გავიგუდები”, – თქვა ტატიშვილმა ფორმულასთან საუბარში.

დაზარალებული მოქალაქე აღნიშნავს, რომ სტიქიის შემდეგ სახელმწიფო უწყებიდან მას არავინ დაკავშირებია და დამეწყრილი ზონა მოხალისეების დახმარებით დატოვა.

“სახელმწიფო უწყებიდან არავინ მოვიდა და არ გვკითხა, რომ აი, მანქანა აღარ გყავთ და სადმე ხომ არ გადაგიყვანოთ. ორმა მოხალისემ, ორმა უკეთილესმა ადამიანმა მე, ჩემი ბიძაშვილი და კიდევ ერთი გოგონა, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, ჩამოგვიყვანეს საჩხერემდე”, – განაცხადა ტატიშვილმა.

წყარო: formulanews.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დანამდვილებით ვიცი, რომ…” – რას ამბობს ალეკო ელისაშვილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
  • გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი მოკლეს
  • „დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს“ – სპეცოპერაცია აჭარაში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge