Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორი იქნება ეს კვირა ასტროლოგების პროგნოზით

August 7, 2023
მიმდინარე კვირის განმავლობაში რომელ დღეებში უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ყველაზე ხელსაყრელ და წარმატებულ დღეებს ასახელებენ და აღნიშნავენ იმასაც, თუ როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

7 აგვისტო

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს სამყაროს ადამიანების განსაკუთრებით ესმის. ამიტომაც, ფრთხილად იყავით თქვენს სურვილებთან, ისინი შესაძლოა, რეალობად გადაიქცნენ. ნუ შეეცდებით, მანიპულაციას, სხვა ადამიანების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მიღებას. სამყარო ნეგატიურ ენერგიას უკან ორმაგად დაგიბრუნებთ. დაიწყეთ თქვენთვის საოცნებო საქმის განხორციელება, პროექტის დაგეგმვა, ის, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდით და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

8 აგვისტო

ეს დღე საოცარ ენერგიასა და მიზანდასახულობას მოგანიჭებთ და იგრძნობთ, რომ ის საქმეები, რაზეც ადრე ნერვიულობდით, ბევრად უფრო მარტივად გამოგდით. სურვილის შემთხვევაში, შეძლებთ, საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას, რაც დაგეხმარებათ, რომ თქვენი უნარები სამსახურში კიდევ უფრო მეტად დააფასონ და წარმატებას მიაღწიოთ. გამოიყენეთ ეს ენერგია მიზნებისა და გეგმების განხორციელებისათვის და შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

9 აგვისტო

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს სამომავლო მიზნის განსაზღვრა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, თუ როგორ შეხვდებით შემოდგომას, შესაძლოა, სწორედ ამ დღის ეფექტით იყოს გამოწვეული. მიიღეთ თამამი გადაწყვეტილებები, მიეცით საკუთარ თავს უფლება, საზოგადოების წინაშე სრულფასოვნად წარდგეს. არ თქვათ უარი საინტერესო იდეებსა და ინიციატივებზე და იყავით თავდაჯერებული.

10 აგვისტო

ამ დღეს შესაძლოა, ადამიანებს ემოციების გაკონტროლება განსაკუთრებით გაუჭირდეთ და მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომაც, ფრთხილად იყავით. თუ შესაძლებელია, გადადეთ მოლაპარაკებები, დრო მშვიდ გარემოში გაატარეთ და თქვენთვის საყვარელი საქმე გააკეთეთ.

11 აგვისტო

სამყაროა სარკეა: ეს დღე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადამიანებს სამყაროში გაშვებული ენერგია უკან უბრუნდებათ – კარგიც და ცუდიც. ამიტომ, იყავით გულისხმიერი და კეთილგანწყობილი, დახმარებისა და მხარდაჭერის სურვილით და თქვენც უკან სიკეთე დაგიბრუნდებათ.

12 აგვისტო

ადამიანები სოციალური არსებები არიან და როგორც წესი, მათთვის კომუნიკაცია, გრძნობების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასტროლოგების თქმით, ეს დღე გაძლევთ შესაძლებლობას, შეხვდეთ მას, ვისაც დიდი ხანია ელოდებით, შექმნათ სასიამოვნო თავგადასავალი და ბედნიერი დღეები. არ თქვათ უარი, მეგობრებთან ერთად შეკრებაზე, გასეირნებაზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე. შესაძლოა, სწორედ იქ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას უკეთესობისაკენ შეცვლის.

13 აგვისტო

ამ დღეს მხარდაჭერის მიღება გაცილებით მარტივია. თუკი დიდი ხანია, ვინმეს დათანხმება გსურთ რაიმე საკითხზე, იქნება ეს საქმიანი ურთიერთობები, პირადი ცხოვრება, თუ საგანმანათლებლო სფერო, სწორედ ამ დღეს გამოხატეთ ინიციატივა. დიდი შანსია, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge