შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების არეალი გააფართოეს. მაშველები სტიქიის ზონის მიმდებარედ ათ კილომეტრში აწარმოებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.
როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ ეტაპზე მაშველები მდინარის ნაპირებზე ახორციელებენ სამძებრო სამუშაოებს. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
