Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს, იქ ვერაფრით შევიდოდი… ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედა ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს” – მარიტა გუტაშვილი, რომელიც 9 ახლობელს ეძებს

August 6, 2023
“ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს, იქ ვერაფრით შევიდოდი… ჩემი მშობლები ცოცხლებში აღარ წერიან, დედა ყოველ 2 წუთში გონებას კარგავს” – მარიტა გუტაშვილი, რომელიც 9 ახლობელს ეძებს

AMBEBI.GE მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც 9 ახ­ლო­ბელს ეძებს:

“გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სამი და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და კონ­ტაქ­ტზე, მაგ­რამ ტყუ­ი­ლია, თუ მარ­თა­ლი, არ ვიცი, მე არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია. პრო­ზექ­ტუ­რი­დან მოვ­დი­ვართ, ცხედ­რე­ბის ამოც­ნო­ბა­ზე წაგ­ვიყ­ვა­ნეს. მე ისი­ნი არ მი­ნა­ხავს, იქ ვე­რაფ­რით შე­ვი­დო­დი, ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­აო, მი­თხრეს. ფო­ტო­ებ­საც ვერ დავ­ხე­დე, შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გარ­კვე­ვა. დნმ-ს ანა­ლი­ზი აგ­ვი­ღეს და იქ­ნებ ასე შეძ­ლონ მათი ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა.

დღეს ჩვე­ნი ძაღ­ლი – ბონი გა­მოჩ­ნდა, სტი­ქი­ის დროს არ ვიცი, სად იყო, ხან­და­ხან გა­დი­ო­და და სე­ირ­ნობ­და. ვი­ფიქ­რეთ, იქ­ნებ სა­ი­და­ნაც გა­მო­ვი­და, ჩვე­ნე­ბიც იქ იყ­ვნენ და ახლა იმ მი­და­მო­ებ­ში ეძე­ბენ ბი­ჭე­ბი. ბო­ნის გარ­და, 3 ძაღ­ლი გვყავ­და და არც ერთი არ ჩანს. ად­გილ­ზე საკ­მა­ოდ რთუ­ლი რე­ლი­ე­ფია, ტა­ლა­ხი სქელ­დე­ბა, რო­გო­რია იქ ძებ­ნა? ჯერ-ჯე­რო­ბით, იმე­დის მომ­ცე­მი არა­ფე­რია, არ­სა­ი­და­ნა­რა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი არ ჩანს, ვე­ლო­დე­ბი სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დამ­თავ­რე­ბას, ბი­ჭე­ბი თავს არ ზო­გა­ვენ.

ყვე­ლა კო­ტე­ჯი წა­ღე­ბუ­ლია, არც ერთი არ გა­დარ­ჩე­ნი­ლა. მარ­ტო კა­ლა­ძის “სან­სეტ შოვი“ დგას – თა­ვის დრო­ზე ისე გა­ა­კე­თა, მთე­ლი მთე­ბი რომ დაშ­ლი­ლი­ყო, იმას არა­ფე­რი მო­უ­ვი­დო­და. გზას რომ აკე­თებ­დნენ, პირ­და­პირ ჩვენ მოგ­ვიშ­ვი­რეს. ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან რომ გზავ­ნის მე­სი­ჯებს, მო­ვი­დეს და და­მე­ლა­პა­რა­კოს, მე ტე­ლე­ვი­ზორ­თან და­საჯ­დო­მად მცა­ლია ახლა? ასე მაქვს საქ­მე? მა­გას უნდა ვუს­მი­ნო, სად რას გა­მო­ა­ცხა­დებს?

ჩემი მშობ­ლე­ბი ცო­ცხლებ­ში აღარ წე­რი­ან, დე­დას მდგო­მა­რე­ო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად რთუ­ლია, ყო­ველ 2 წუთ­ში გო­ნე­ბას კარ­გავს და ვე­რა­ვის ცნობს. მა­მაც ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, მან­ქა­ნით დგას შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას და გა­მუდ­მე­ბით ჭოგ­რი­ტით ათ­ვა­ლი­ე­რებს არე­მა­რეს, იქ­ნებ ვინ­მე გა­მოჩ­ნდეს, ან ამო­იყ­ვა­ნონ. ამ დროს კა­ლა­ძე ამ­ბობს, მან­ქა­ნე­ბით გა­ვე­დიო. ჩა­მო­ვი­დეს და და­მე­ლა­პა­რა­კოს, ის თმა­ა­ჩე­ჩი­ლი რომ გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, იმან არა­ფე­რი იცის და რად მინ­დო­და? ვინც ჩა­მო­სას­ვლე­ლია, ის ჩა­მო­ვი­დეს და იმან ამიხ­სნას რა, რო­გორ და რა­ტომ მოხ­და. გაქ­ცე­უ­ლე­ბი არი­ან, ვინ ამო­ი­ღებს ხმას?

ვი­ღაც ქალს და­უ­წე­რია ჩემ­თან, კო­მენ­ტა­რებ­ში – ვა­ი­მე, მანდ რა­ტომ გა­ა­შე­ნეთ კო­ტე­ჯე­ბიო. 1929 წელ­საა ეს კო­ტე­ჯე­ბი გა­შე­ნე­ბუ­ლი, ერთი სა­უ­კუ­ნი­საა. იმ­ხა­ნად გე­ო­ლო­გებ­მა შე­ა­მოწ­მეს იქა­უ­რო­ბა და და­ად­გი­ნეს, რომ უსაფრ­თხო იყო. 1 სა­უ­კუ­ნე რომ გა­ვი­და, დრო­დად­რო შე­მოწ­მე­ბა ხომ უნ­დო­და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, თან როცა მა­ქე­დან 24%-ს სა­ხელ­მწი­ფო იღებს? შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, ხალ­ხი რომ არ ჩა­ხო­ცი­ლი­ყო. მა­შინ, როცა მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ მოხ­და ასე­თი ამ­ბა­ვი, უნდა ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და გა­ერ­კვი­ათ, რა ხდე­ბო­და ზე­ვით. ახლა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ჰყავ­დათ თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, აზომ­ვით სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებ­დნენ. ჩემი დად­გმუ­ლი კი არაა, ერ­თსა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კო­ტე­ჯე­ბია. ვინც იცის რა კარ­გია შოვი, მო­დი­ო­და. მაგ­რამ ახლა რაღა კარ­გი – სა­საკ­ლა­ოა შოვი.

ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ვმუ­შა­ობ­დი. ჩემი ძმა – გიგი აბი­ტუ­რი­ენ­ტია, იუ­რი­დი­ულ­ზე აბა­რებ­და რო­ბა­ქი­ძე­ში და ქუ­ლე­ბის და­დე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ ჩე­მე­ბი. დე­დას და­უ­რე­კეს, რომ კარ­გი ქუ­ლე­ბი ჰქონ­და, ჩემ­თან და­რეკ­ვა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს. ჩემი და – მე­გიც რო­ბა­ქი­ძის იუ­რი­დი­უ­ლის მა­გის­ტრის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია. და­კარ­გუ­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი ორი­ვე ეკო­ნო­მის­ტე­ბი არი­ან – 24 და 20 წლის (სტუ­დენ­ტია). ჩვენ ერთი ოჯა­ხი ვართ და ზა­ფხუ­ლო­ბით ერ­თად ვა­ტა­რებთ დროს. მათ­თან ერ­თად იყო ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ნატო ჭე­ლი­ძე სამ პა­ტა­რა ბავ­შვთან ერ­თად, სულ 9 ოჯა­ხის წევ­რი დავ­კარ­გე. ასე­ვე ნა­თე­სა­ვი – გე­ნა­დი სულ­თა­ნიშ­ვი­ლიც და­კარ­გუ­ლია. მი­ვალ ახლა სტი­ქი­ის ეპიტ­ცენ­ტრში, იქ­ნებ ბო­ნიმ გვა­პოვ­ნი­ნოს ჩე­მე­ბი“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge