ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:
„ვაკის პარკშიც არ შეიძლება თამაში,
არც შოვში დასვენება,
არც ჯუთასკენ მგზავრობა; რიკოთზე რაც ხდება, კი იცით. ქუჩაში რომ დავდივარ სულ მგონია რომელიღაც მშენებლობიდან უნდა დამეცეს რამე. ერთხელ ჯიხურს მივეყუდე (რამდენიმე წლის წინ) ვიგრძენი დენმა როგორ გაიარა სხეულში. ბავშვებს უყვართ გუბეებთან თამაში. მაგისიც მეშინია. ამ გუბემ არ ჩაყლაპოს, იქნებ ეს გუბე ჭაა. ან იქნებ დენია. ექსკურსიაზე რომ ვუშვებ ბავშვს ჩემითვე ვარკვევ მანქანას, ამორტიზატორს, მუხრუჭს, მძღოლი ნასვამი ხომ არაა?
#დარჩითსახლში რომ ქონდათ სლოგანი, აი, ეგ შეიძლება მარტო. შეშინებულები და სოროში შემძვრალები უნდა ვიყოთ.
და მაინც, ტვინში ვერ ლაგდება ეს: საქართველო მეწყერსაშიში ზონაა. 1000მდე ზონაა ასეთი. 1000ზე მეტი. და 1 ცალი ვერტმფრენი არ გვყავს. 1 ცალი. 10000 მეწყერი და 1 ვერტმფრენიც არა…
მეტიც, გვჩუქნიდნენ და უარი ვთქვით. არ ლაგდება ეს თავში“.