შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირების დროს ცნობილი გახდა, რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. როგორც “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ვიგებთ, გარდაცვლილი გოგოს ძმას ესაუბრა და ფაქტი სწორედ მან დაადასტურა. გარდაცვლილი არის 18 წლის სამირა ისაევა და 60 წლის მარინა ხორბალაძე.
“დილით დაგვიკავშირდნენ ცხედრის ამოცნობაზე და მამაჩემმა ამოიცნო. დაახლოებით 1 საათია ქუთაისის პროზექტურიდან გამოიყვანეს. ასევე ამოიცნეს ჩემი მეზობლის ცხედარი. როგორც გვითხრეს ცხედრები ერთ პერიმეტრზე ნახეს, სხვა გარდაცვლილი რუსთაველების შესახებ არაფერი ვიცი. ზოგი ცხედარი ძალიან დასახიჩრებულია და ჭირს ამოცნობა. აქ პროზექტურაში ძალიან ბევრი ადამიანია და ცდილობენ რომ ყველა ცხედარი ამოიცნონ”, – განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბარში ისკანდერ ისაევამ.