შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 20-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.