სოციალურ ქსელში მომხმარებელი შოვიდან ვიდეო კადრებს აქვეყნებს, სადაც ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ვითარება ძალიან მძიმეა და ტალახის მასის სიღრმეც საკმაოდ დიდი.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნია 14 ადამიანის ცხედარი. 20-ზე მეტი პირი, მათ შორის ბავშვები, ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.