საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი შოვში მომხდარი ტრაგედიისას დაკარგულ სამ მეგობარ გოგონაზე უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს:
“შოვში დაკარგულთა შორის იყო ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ხეთაგური…
ორ მეგობართან ერთად იპოვეს მაშველებმა… სამივე გოგონა იმსხვერპლა სტიქიამ.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები…” – წერს ოქიტაშვილი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მეგობრებიდან ერთ-ერთი – ნინო კენჭაძის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში მამამ ამოიცნო, დანარჩენ ორზე კი ინფორმაცია არ იყო დაზუსტებული.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნია 13 ადამიანის ცხედარი. 25-მდე პირი, მათ შორის ბავშვები, ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.