“მთის ამბები” სტიქიის ზონიდან ავრცელებს ფოტოს, სადაც მეწყერის შემდეგ რთადერთი ნაწილობრივ გადარჩენილი კოტეჯი ჩანს.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნია 12 ადამიანის ცხედარი. 25-მდე პირი, მათ შორის ბავშვები, ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.