ჟურნალისტი რატი წვერავა სოციალური ქსელის ჯგუფ “რაჭაში” პოსტს აქვეყნებს და წერს:
“მეგობრებო, მეგრული სახლი • Megruli Sakhli • MS Group-მა უზრუნველყო დღეს მაშველებისთვის, ადგილობრივებისთვის და მოხალისეებისთვის საკვები. სხვადასხვა სახის საკვებია და გთხოვთ, არ მოგერიდოთ, საკმარისი რაოდენობითაა და ყველას ეყოფა🙏🏻
წითელი ჯვრის კარავშია”.
უამრავი ადამიანი საკუთარი სახსრებით ეხმარება რაჭაში, ტრაგედიის ეპიცენტრში მომუშავე ადამიანებს. ვრცელდება ასევე სხვადასხვა პოსტები, სადაც მოქალაქეები უანგარო დახმარების სურვილს გამოთქვამენ.