Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რის გათვლაც წინასწარაა შესაძლებელი, ჭკვიანები წინასწარ ითვლიან, ნახევრადჭკვიანები გამოცდილების შემდეგ ვითარდებიან და მთლად სულელები ვერასდროს” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

August 5, 2023
ოთახის კარზე რომ მიკაკუნებენ, ვკნავი… – რა ფოტოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში რაჭი ტრაგდიასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს:

“ყველა საკითხის დასმა არის არამარტო ლეგიტიმური, არამედ აუცილებელი. ლეგიტიმურია, რომ მოქალაქემ მოიკითხოს, რატომ არ ჰყავს მთიან რეგიონებს მუდმივად მორიგე ვერტმფრენი, რომ საჭირო დროს ათ წუთში გაჩნდეს უბედურების ზონაში?

რატომ სძულთ პროფესიონალები, ან თუ მიიწვიეს სამუშაოდ, მერე რატომ იკიდებენ ფეხებზე მათ დასკვნას და ტოვებენ ქაღალდზე რეაქციის გარეშე?

თბური დრონები კერძო ორგანიზაციას თუ აქვს, სახელმწიფოს რატომ არ აქვს და სხვა მრავალი, თუნდაც ის, – რატომ აქვთ ამ არაჩვეულებრივ, მართლაც თავგანწირულ მაშველებს დაბალი ხელფასი?
ყველაფერი, რა კითხვაც ადამიანს უჩნდება, თავის საფუძველში არის ყველასთვის სასარგებლო და მიმართულია სიკეთის მოპოვებისკენ, ამიტომ კითხვა აუცილებლად უნდა დაისვას.

მოპასუხე მხარე რომ საღად რეაგირებდეს, ტროლები კი არ უნდა აამუშავოს და ისტერიკა დაიმართოს, არამედ უნდა შეაგროვოს კითხვები, ემოცია მოაშოროს ამ კითხვებს, მშრალად, საკითხებად აღიქვას და დაახარისხოს და ამდენი ტრაგედიის მერე მაინც, სწრაფი რეაქცია მისცეს და გაასწოროს, რომ ნაკლებად უმწეოები ვიყოთ, როცა კატასტროფა ხდება. ასე, ნაბიჯებით მოდის პროგრესი. რის გათვლაც წინასწარაა შესაძლებელი, ჭკვიანები წინასწარ ითვლიან, ნახევრადჭკვიანები გამოცდილების შემდეგ ვითარდებიან და მთლად სულელები ვერასდროს.

გაისმის ლეგიტიმური კითხვები და რა ხდება უცებ? – ისედაც ჯანსაღ კომუნიკაციამოშლილ ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას “მტერია”, ვიღაცა აბსურდის შემოტანით იწყებს ყველა სასარგებლო შეკითხვის მოკვლას: “კალაძემ იცოდა, რომ მიწა მოწყვეტას აპირებდა, გაქანდა, თავის ბავშვები გადაარჩინა, წამოვიდა და მერე ტელევიზორთან გახარებული იჯდა და ელოდებოდა სხვისი ბავშვები როგორ მოკვდებოდნენ. ” აი ასეთ საოცრებას რომ შემოიტან და აატაცებინებ “შენებს”, ვინღა გაგცემს პასუხს რამე აზრიან კითხვაზე? ხომ დაკარგე ყველა პოზიცია? კალაძემ რამე იცოდა და ამიტომ ისვენებდნენ მისი ბავშვები შოვში და წუთები ჰქონდა გათვლილი? თუ ძალიან დიდი შანსი იყო, მისი ოჯახიც მოყოლილიყო უბედურებაში.

არადა შეიძლება ხომ, რომ იგივე ფაქტის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება გქონდეს, რომ ყველა ვართ პოტენციური მსხვერპლი, ყველას გვეხება ეს და გააზრება არავის აწყენს მთავრობაში, რომ ნებისმიერი მათგანიც შეიძლებოდა მსხვერპლი ყოფილიყო და რაც არ არის სხვისთვის ექსტრემალურ პირობებში დროულად მისაწვდომი, შეიძლება შენთვისაც არ აღმოჩნდეს, როცა გჭირდება, ამიტომ უნდა გამოასწორო, ასე მაინც მიხვდი, რატომ უნდა გამოასწორო. მაგრამ არა, აუცილებლად უნდა გაპათოლოგიურდეს ყველაფერი, რომ წლიდან წლამდე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ერთი ადგილი ვტკეპნოთ. ეს ყოფილა ჩვენი თანდაყოლილი ხარვეზი, თუ ჯადო, არ ვიცი, რა დავარქვა” – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია, ვინ იქნებიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge