შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. საუბარია 25 პირზე, რომელთა შორის არიან მცირეწლოვანებიც. ნაპოვნია 11 ცხედარი, რომელთაგანაც 6 პირის იდენტიფიცირება ოხდა მხოლოდ.
როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ცხედრები ისეა დაზიანებული, მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა დეენემ ტესტის ჩატარება.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.