სოციალური ქსელის მომხმარებელი ლიზა კვიტაშვილი პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს ,რომ სტიქიის ადგილას მყოფ მოხალისეებს სჭირდებათ დახმარება:
“მეგობრებო 🆘
რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად, იქ მყოფ ადამიანებს/მოხალისეებს ესაჭიროებათ ჩვენი დახმარება !
ამ ეტაპზე , მედიკამენტებისა და წყლის ნაწილი დროებით მოგვარებულია. მოხალისეებს უწევთ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე ყოფნა. აუცილებელია დავეხმაროთ დაზარალებულებსა და მოხალისეებს პროდუქტებით.
კომენტარებში მივუთითებ ანგარიშის ნომრებს , ვისაც რისი საშუალება გაქვთ , გთხოვთ , დაგვეხმარეთ მე და ჩემს მეგობრებს ამ ყველაფრის მოგვარებაში, სულ მცირე – გადააზიარეთ პოსტი ♥️
შეძენილ ნივთებს თავად ჩავიტანთ ადგილზე .”