სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი, რომელმაც ამ დრომდე არ იცის, ცოცხალია თუ არა მისი ძმა, და, დეიდა, ორი დეიდაშვილი, ბიძაშვილი სამი შვილით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“პაპუნა მარგველიძე, გოჩა ენუქიძე, სერგი ხიდეშელი – კაბინეტენში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე. მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი. ონის მუნიციპალიტეტის მერია”
შეგახსენებთ, გუშინ შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სტიქიის ზონიდან სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი.