პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შოვში სტიქიის ადგილას მივიდა და ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა.
პრემიერის თქმით დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, ხოლო 30-მდე ადამიანს ჯერკიდევ ეძებენ. მისი განცხადებით სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვება საქართველოს ჯარიც.
შეგახსენებთ, გუშინ შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სტიქიის ზონიდან სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი.