Sunday, August 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მქონდა სიკვდილის შიში… ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი” – ნანუკა ჟორჟოლიანი

August 3, 2023
“მქონდა სიკვდილის შიში… ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა “ინ­სტაგ­რა­მზე” პა­ნი­კურ შე­ტე­ვებ­ზე ისა­უბ­რა.

– ძა­ლი­ან ხში­რად ჩვენს პრობ­ლე­მას ახა­სი­ა­თებს აკ­ვი­ა­ტე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვი­ტა­რებთ მუდ­მივ კვლე­ვებს. ხში­რად გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი ვართ… ცუდი მხა­რეც აქვს ამ ყვე­ლა­ფერს ის, რომ რო­დე­საც კონ­კრე­ტულ სიმპტო­მებს ის­მენ, შე­იძ­ლე­ბა არ გქონ­დეს, მაგ­რამ მერე გაჩ­ნდეს. ყვე­ლა­ზე ხში­რი სიმპტო­მე­ბია, ხელ-ფე­ხის გა­ყინ­ვა, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გას­ვლის, გზა­ზე გა­დას­ვლის გვე­ში­ნია, უძი­ლო­ბა… ჩვე­ნი ფიქ­რე­ბით ვიწ­ვევთ ამ პრობ­ლე­მას…

შე­იძ­ლე­ბა იყოს დი­ა­რეა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, დე­პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცია, რა­ღაც კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე ჩახ­ვე­ვა. მე კონ­კრე­ტულ რჩე­ვას ვერ მოგ­ცემთ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, მე ახლა აღარ ვსვამ და რომც ვსვამ­დე, ვერ გე­ტყვით. მე მო­გიყ­ვე­ბით ჩემი ბრძო­ლის გზებ­ზე და მე­თო­დებ­ზე, იქ­ნებ და­გეხ­მა­როთ ეს რა­მე­ში.

მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს დეპ­რე­სია, სტრე­სი, ნარ­კო­ტი­კი, უძი­ლო­ბა. რო­დე­საც გგო­ნი­ათ, რომ და­ვი­ღუ­პე და ჩემი ცხოვ­რე­ბა ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ტყუ­ი­ლია, და­ა­მარ­ცხებთ ამას და ის­წავ­ლით ცხოვ­რე­ბას მას­თან ერ­თად.

ძა­ლი­ან ხში­რად იწ­ვევს ამას ჰე­ლი­კო­ბაქ­ტე­რია, ექი­მი გე­კი­თხე­ბათ, ხომ არ გაქვთ კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მა და ბოლო გა­მოკ­ვლე­ვა რო­დის ჩა­ი­ტა­რეთ. რო­დე­საც მე ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, სხვა­დას­ხვა ვი­დე­ო­ე­ბის მოს­მე­ნა და­ვი­წყე. ერთ-ერთი ბიჭი მყავ­და ამო­ჩე­მე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ და­გეგ­მეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ჩა­ი­წე­რეთ, მას შემ­დეგ, წლე­ბია უკვე ასე ვცხოვ­რობ, ვგეგ­მავ ყვე­ლა­ფერს, ყო­ველ დღეს. მიყ­ვარს შორი გეგ­მე­ბიც, რა­საც კა­უ­ჭს ვე­ძა­ხი.

მარ­ტი­ვია ცხოვ­რე­ბა, რო­დე­საც ში­შებს არ­ქმევ სა­ხელს. გა­ვიღ­ვი­ძებთ დი­ლას და უცებ რა­ღა­ცის გე­ში­ნია, ეს რთუ­ლი სა­მარ­თა­ვია. რო­დე­საც ამ შიშს და­არ­ქმევ რა­ღა­ცა სა­ხელს, გი­ად­ვილ­დე­ბა. მე მე­ში­ნია ფრე­ნის, ყო­ვე­ლი თვითმფრი­ნავ­ში ყოფ­ნა ჯო­ჯო­ხე­თია. გაფ­რე­ნამ­დე ორი დღით ადრე ორ­გა­ნიზ­მი იწყებს შფოთ­ვას.

ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ უნდა ის­წავ­ლოთ ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა, უნდა და­ი­მე­გობ­რო, მე ვერ და­ვი­მე­გობ­რე, ეს ვერ ვის­წავ­ლე. ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ვერ მი­ვე­დი, გზა­ში სულ ფიქ­რე­ბი მიტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში, მა­შინ და­ვი­წყე ბრძო­ლა და ვთქვი, რომ ეს შეხ­ვედ­რა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მა­ინც მი­ვალ… ჩემი ფსი­ქო­ლო­გი მე­უბ­ნე­ბო­და, წარ­მო­იდ­გი­ნე ძაღლს ხვდე­ბი ქუ­ჩა­ში და არ იცი, რო­გორ მო­იქ­ცე­ვაო. თუ გარ­ბი­ხარ მის­გან, 90% ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა, ზუს­ტად ასეა, თუ ჩვენ დაგ­ვჩაგ­რავს ჩვე­ნი პრობ­ლე­მა შიში, რაც უფრო მე­ტად შე­გე­შინ­დე­ბათ, მით უფრო გა­გიძ­ლი­ერ­დე­ბათ ეს. გახ­სოვ­დეთ სულ, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ივ­ლის. არ უნდა აყვე და სპი­რა­ლი­ვით არ უნდა ჩა­გიხ­ვი­ოს.

ტვი­ნის აღ­გზნე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ოც­და­ო­თხსა­ა­თი­ა­ნი სქ­როლ­ვა ტე­ლე­ფონ­ში, რო­დე­საც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვი­ღებთ, მუდ­მი­ვი შიმ­ში­ლი, ჩვე­ნი მუდ­მი­ვი სურ­ვი­ლი, რომ ვი­ყოთ სრულ­ყო­ფი­ლე­ბი და ასე­თი რამ არ არ­სე­ბობს. შე­იძ­ლე­ბა შფოთ­ვა მო­ი­ტა­ნოს იმან, რომ კონ­კრე­ტულ წო­ნა­ზე გინ­დო­დეთ მი­ახ­ლო­ე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ასეთ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ღა­ცებ­მა გან­სა­ზღვროს შფოთ­ვა.

წამ­ლე­ბის შიში მაქვს, ნე­ბის­მი­ერ მე­დი­კა­მენტზე ვკი­თხუ­ლობ ანო­ტა­ცი­ას და მერე ვუ­რე­კავ ექიმს და ვე­უბ­ნე­ბი, რომ ვერ დავ­ლევ. წამ­ლე­ბი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ნაც­ვლე. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი, თვითმფრი­ნავ­ში ჩავ­ჯდე­ბო­დი, სა­ჭეს­თან დავ­ჯდე­ბო­დი, ქუ­ჩა­ში მარ­ტო გა­ვი­დო­დი, იცო­დეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა, ამან არ უნდა შე­გა­ში­ნოთ.

დეპ­რე­სია არის ყვე­ლა­ზე ცუდი, ჩვენ­თვის არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან სიმპტო­მებს ამ­ცი­რებს. ამი­სი ბრძო­ლის სხვა­დას­ხვა გზა არ­სე­ბობს და პირ­ვე­ლი არის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი. არა­სო­დეს აიკ­ვი­ა­ტოთ ფიქ­რე­ბი. მე მქონ­და აკ­ვი­ა­ტე­ბა მა­რი­ა­მზე… ჩვენ ხში­რად გვაქვს გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბა, გან­ცდა გვაქვს, რომ თვა­ლებ­ში გვიბ­ნელ­დე­ბა, არ და­ი­წყოთ ამ დროს წნე­ვის აპა­რა­ტით სი­ა­რუ­ლი, და­არ­წმუ­ნეთ სა­კუ­თა­რი თავი, რომ ეს არის დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა. თუ თქვენ ამას გა­უმკლავ­დე­ბი და იტყვით, რომ შენ მე ვერ მო­მე­რე­ვი, ეს აუ­ცი­ლებ­ლად და­რე­გუ­ლირ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი, არ უს­მი­ნოთ სხვის სიმპტო­მებს, მე­ო­რე, და­არ­წმუ­ნეთ სა­კუ­თა­რი თავი, რომ ეს არის დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ივ­ლის, მე­სა­მე, ჩვენ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძილი, რო­გორც კი ძილი ირე­ვა, პრობ­ლე­მე­ბი მო­დის. რო­გორც კი შე­გა­წუ­ხებთ რა­ი­მე სიმპტო­მი, გა­რეთ გა­დით, ქუ­ჩა­ში ია­რეთ…

წლე­ბი ვცხოვ­რობ­დი ყელ­ში ბურ­თის შეგ­რძნე­ბით, მე­გო­ნა, რომ ნერ­წყვს ვერ ვყლპავ­დი და ღამე მაღ­ვი­ძებ­და. მერე ძილს ვე­ღარ ვიბ­რუ­ნებ­დი. რო­გორც კი და­მა­ვი­წყდა, რომ ყელ­ში ბურ­თი იყო, გაქ­რა. მეც მქონ­და სიკ­ვდი­ლის შიში და ასე იწყე­ბა ჩემი აზ­რით ეს პრობ­ლე­მა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
  • შეიცვლება თუ არა ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge