Wednesday, May 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დღეს წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა

August 2, 2023
დღეს წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა

დღეს, 2 აგვისტოს, წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა.

2015 წელს საპატრიარქოს სინოდმა წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღე წელიწადში 2-ჯერ განსაზღვრა. 2 აგვისტოს, ილიაობის დღესასწაულზე, და 12 სექტემბერს, მისი გარდაცვალების დღეს.

„ერის მამად“ წოდებული ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, ყვარელში დაიბადა. მან უმაღლესი განათლება პეტერბურგში მიიღო. ის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

რუსეთში სწავლის გამო მას, ისევე როგორც მის თაობას, „თერგდალეულებს“ უწოდებდნენ.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ილია სათავეში ჩაუდგა „თერგდალეულებს“. ის გახლდათ პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე.

ილია ჭავჭავაძე იყო საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და თბილისის საადგილმამულო ბანკის დაარსების სულისჩამდგმელი. ილია იყო პერიოდული გამოცემის – „ივერია“ – დამაარსებელი და რედაქტორი.

მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი ხალხში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძება იყო.

ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 28 აგვისტოს წიწამურის გზაზე მოკლეს.

1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. მას წმინდა ილია მართალი ეწოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥დიდუბეში, თბილისი – ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა
  • თბილისში ქალს მანქანა დაეჯახა – როგორია მისი მდგომარეობა
  • თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა სილამაზის სალონი გაქურდეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge