ამერიკელი როკმომღერალი ლესლი ვესთი, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Mirror -ი ავრცელებს. მომღერლის გარდაცვალების ფაქტი ლესლის ძმამ, ლარი ვესთ ვეინსტრეინმა დაადასტურა. მან facebook-ის პირად გვერდზე მომღერლის გარდაცვალებამდე დაწერა, რომ ლესლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.
აღსანიშნავია, რომ ლესლის სიცოცხლეში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა ჰქონდა. მას შაქრიანი დიაბეტი დაუდგინდა, რის გამოც ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო.
გიტარისტი, ვოკალისტი და მუსიკოსი (მწერალი) ცნობილია ბენდიდან Mountain. ჯგუფმა სახელი, განსაკუთრებით მას შემდეგ დაიმკიდრა, რაც 1969 წელს ვუდსტოკის ფესტივალზე პერფორმანსით გამოვიდა. ბენდი 1972 წელს დაიშალა, თუმცა წლების განმავლობაში ისინი რამდენჯერმე, მაინც გაერთიანდნენ.
მათ ბოლო ალბომი – Masters Of War 2007 წელს გამოუშვეს. ჯგუფის გარეთ, ლესლის სოლო კარიერაც წარმატებული ჰქონდა. მან არაერთ ისეთ ცნობილ მომღერალთან ჩაწერა კოლაბორაცია, როგორიც მაგალითად, ოზი ოსბორნია. მისი უკანასკნელი ალბომი – Soundcheck 2015 წელს გამოვიდა.
მომღერავლი მიჩნეულია, როგორც თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო როკ-გიტარისტი.