კომპანია “ხარებას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავა გერმანიაში გარდაიცვალა. ხარებავამ კომპანია ძმებთან ერთად დააარსა. ახლობლების ინფორმაციით, იგი მძიმე სენს ებრძოდა.
ვახტანგ ლიპარტიანი-ხარებავას გამოსვენება მოხდება შაბათს, 5 აგვისტოს, 15:00 საათზე და სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალავენ.
“7 წლის შვილი გარდაეცვალა შარშან და სიმსივნემ და ნერვიულობამ შეიწირა” – ამბობს ახლობელი