Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს არის ჩემი ცხოვრების ტრაგედია…დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა…” – გია ჯაჯანიძე

July 30, 2023
“ეს არის ჩემი ცხოვრების ტრაგედია…დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა…” – გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ერთ-ერთ გადაცემაში ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპს იხსენებს და აცხადებს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა მამამისისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

„ეს არის ჩემი ცხოვრების ტრაგედია, რომელმაც გამაგებინა ჩემს თავში, რომ ძალიან დიდი ძალის პატრონი ვარ. 17 წლის ვიყავი, თეატრალურში რომ ვაბარებდი. არავინ გვყავდა დედამიწის ზურგზე, რომ კონსულტაცია მოეცა და გზები ესწავლებინა. თბილისში ნამყოფი არ ვიყავი.

ივნისის დასაწყისში იყო გამოცდები. ჩვენთან სოფელში თბილისიდან ერთი ცნობილი კაცი ჩამოვიდა, ამ სფეროდან. მამაჩემმა თქვა, წავიდეთ, ვუთხრათ, აცილებლად დაგვეხმარება, ჩემი ნათესავია და თან ერთ კლასში, ერთ მერხზე ვისხედითო.

თან რომ გაიგებს თბილისში ჩახვედი, სად გაგიშვებს, თავისთან გაცხოვრებს, ძმებივით გავიზარდეთო.

მივედით, დაუძახა ამ კაცს და ეზოში რომ შევედით, სახლშიც არ შეგვიპატიჟა. ეს იმ დროს ძალიან გასაკვირი იყო. ამ დროს შევნიშნე, რომ მამაჩემი ძალიან დაკომპლექსდა. ბიჭი წამომეზარდა, თეატრალურში აბარებს, მოვედი, იქნებ დაგვეხმარო, გზა გვასწავლოო, უთხრა. იმან უპასუხა: კი მაგრამ, ამას ჭკუა არ აქვს, შენ რამ დაგიკარგა ამხელა კაცსო, ვინ მიიღებს ამას თეატრალურშიო.

წამოვედით, მე მამაჩემის თვალები აღარასდროს მინახავს. თვალებში ვეღარ მიყურებდა, შერცხვა, მოერიდა, იმედი გაუცრუვდა. დღეში, ყოველ დღე სვამდა 3 ჭიქა არაყს. დადიოდა, მუშაობდა, ოღონდ ფხიზელ მდგომარეობაში არ უნდოდა ყოფნა. 54 წლის გარდაიცვალა, მოეხარშა ღვიძლი და ისე გარდაიცვალა, რომ თვალებში არ შემოუხედავს.

ბედნიერებაა, რომ ის ჩემს დიდ წარმატებას მოესწრო. გავიდა წლები, პირველ არხზე ვმუშაობდი, დირექტორთა საბჭოს წევრი ვიყავი. უკვე ლექციებს ვკითხულობდი თეატრალურში, დისერტაცია დავიცავი, გადასარევად ვიყავი.

ერთხელ სტაჟიორ-ოპერატორები წავიყვანეთ, რომ გაგვეგო როგორ ისწავლეს. ერთ-ერთ ბიჭს გზაში ვკითხე, რა გვარი ხარ-თქო. აღმოჩნდა, რომ იმ კაცის შვილი იყო. სანამ მივედით ტელევიზიაში, ვიფიქრე, რომ საშინელებას ვუზამდი, ვიტყვი რომ არ ვარგა, ვერაფერს აკეთებს და სამაგიერო გადავუხადო, მაგრამ არა.. მივედი და ოპერატორების უფროსს ვუთხარი, ძალიან კარგი ბიჭია, ჩემი ნათესავია, მეც მივეხმარები და.. დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა“ – აცხადებს ჯაჯანიძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
  • თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
  • ისრაელის მე-12 არხის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო ძალები ამაღამ ირანის სტრატეგიულ ობიექტებს დაარტყამს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge